ოთო კახიძე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერშიფის განახლებასა და დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 14:37, 04 Nov, 2016     4255
"ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახე ოთო კახიძე აცხადებს, რომ პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში შეცდომები დაუშვა. როგორც ენმ-ს წევრმა განმარტა, მაშინ როცა ერთ ლიდერი არის საზღვარგარეთ, მეორე და მესამე ციხეში პარტია ჯანსაღად ვერ ფუნქციონირებს.

„ჩვენი მხრიდანაც იყო დაშვებული კამპანიაში შეცდომები. მათ ნაწილს აბსოლუტურად ვიზიარებ განსაკუთრებულად იმ ნაწილში, რომ პარტიას არ ყავდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ეს საკითხი იყო ბურუსით მოცული. ეს აბნევდა როგორც ჩვენს ამომრჩეველს, ისე გადაუწყვეტელ ამომრჩეველსაც. პრობლემა იყო ისიც, რომ კამპანია გვიან დავიწყეთ და ვერ მოხერხდა ლიდერებს შორის გადაწყვეტილების მიღება. ზოგადად რთულია პარტიის მენეჯმენტი, როდესაც ერთ ლიდერი არის საზღვარგარეთ, მეორე და მესამე ციხეში და პარტია ვერ ფუნქციონირებს ჯანსაღად. ამიტომ გამოვიდა გიგი ინიციატივით, რომ მოხდეს პარტიის ლიდერშიფის განახლება და ეს არ ნიშნავს არავის გამიჯვნას, არავის ჩამოცილებას“„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ჰყავდეს ახალი არჩეული, ქმედითი თავმჯდომარე, პარტიის მენეჯმენტს ვინც ახორციელებს, უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამის განხორციელებას შეძლებენ- თქვა კახიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ თავმჯდომარეს საჭიროებს.

„პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი არჩეული ქმედითი თავმჯდომარე, ისევე როგორც სხვა მოწინავე თანამდებობაზე, პარტიის მენეჯმენტს ვინც ახორციელებს უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამის განხორციელებას შეძლებენ და არ იქნებიან ციხეში ან საზღვარგარეთ, ვინაიდან ასე პარტიის მენეჯმენტი შეუძლებელია. მაგრამ მინდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები უნდა ჩამოცილდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას, ან გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას პარტიის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს. "ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი და უმცირესობის ლიდერი პარლამენტში გახლავთ დავით ბაქრაძე, იგი გახლავთ ასევე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე“ - აცხადებს კახიძე.

კითხვაზე შეიძლება თუ არა პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გახდეს, კახიძე აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42