პრეზიდენტმა რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 14:32, 04 Nov, 2016     2223

საქართველოს პრეზიდენტმა რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

„მინდა აღვნიშნო ამ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენთან ერთად აღარ არიან. მათ საფუძველი ჩაუყარეს ახალ ქართულ დიპლომატიას.
ეს ხდებოდა რთულ დროს, ისეთ პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრი რამ ქვეყნის შიგნით არ იყო გადაწყვეტილი.
ძალიან ბევრი პრობლემა, ფაქტობრივად, თბილისის ქუჩებში იყო თავმოყრილი, მაგრამ ქართული სახელმწიფო ხედავდა თავის პრიორიტეტებს და ამ ადამიანებთან ერთად ახორციელებდა იმ უმნიშვნელოვანესი სამსახურის გაძლიერებას და განმტკიცებას, რომელიც რეალურად უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოს მომავალს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე ქართული დიპლომატიის განვითარების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და აღმატებული ღვაწლისათვის სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი დიპლომატების ოჯახის წევრებს დღეს პრეზიდენტის სასახლეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სტუდენტებთან შეხვედრისას გადასცა. სტუდენტებთან შეხვედრა ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42