ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭო - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:21, 04 Nov, 2016     10086
,,გადაჯგუფება ნიშნავს განახლებას, მეტ ჩართულობას და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას“ - საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ნაიოცნალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას წერილის შემდეგ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


,,მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე შიდაპარტიული დემოკრატიის. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ნებისმიერმა ჯგუფმა მოახდინოს პარტიის უზურპაცია და საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს ათეულობით ათასი აქტივისტის მრავალთვიანი თავგანწირვა და მუხლჩაუხრელი შრომა.

ჩემი წინადადებაა, დებატები არ შემოიფარგლოს მხოლოდ პოლიტსაბჭოს დახურულ კარს მიღმა შეხვედრებით. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ რატომ აღმოვჩნდით მოუმზადებელი, წინ აღვდგომოდით არჩევნების მასობრივ გაყალბებას, რატომ ვერ შევძელით ჩვენი პოზიციების უკეთ დაცვა ბოლო 4 წლის იდეოლოგიურ დებატებში და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახლა მაინც არ შევყვეთ ივანიშვილს მის მზაკვრულ თამაშში. კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა. მათ უნდა ისწავლონ, როგორ იყვნენ ნაკლებად ხისტი და მეტად თავმდაბალი, როგორ მოუსმინონ პარტიის წევრებს და, ზოგადად, ხალხს.

მათ უნდა მოუსმინონ გულშემატკივართა კრიტიკას, ნაცვლად ადამიანების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულების გამოვლენისა.

გთავაზობთ ნაციონალური მოძრაობის ყრილობის მოწვევას რამდენიმე ათასი არჩეული დელეგატით, ჩვენი გმირული აქტივის მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობით. გთავაზობთ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას, იმ ხალხისგან ვინც არ იყო თუნდაც ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს. ბუნებრივია, მეც მექნება ჩემი მოსაზრებები პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა, დამატებით ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნაციონალური მოძრაობა უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის პოზიციებს და ისევ იქცეს საერთო-სახალხო პოლიტიკურ ძალად და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პირადი გამოყენების ინსტრუმენტად.

მაშინ აუცილებლად შევძლებთ ოლიგარქის დამარცხებას.

მე ყველანაირად დავეხმარები ჩვენი მომხრეებისა და აქტივისტების უზარმაზარ არმიას დიდი გამარჯვებებისათვის მომზადებაში“ - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42