უწყებათაშორისმა კომისიამ მე-13 სხდომა გამართა
პოლიტიკა - 11:26, 04 Nov, 2016     998
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მე-13 სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, ისევე, როგორც პირველ ტურში, ამომრჩეველს კვლავაც მიეცა საშუალება, მშვიდ და სამართლიან გარემოში გაეკეთებინა არჩევანი.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორს, 15 ნოემბრამდე წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული იმ ხარვეზების გასასწორებლად, რომლებიც კომისიის მიერ საკითხების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა და კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

თეა წულუკიანმა კომისიის მუშაობაში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს 28 ოქტომბრის სხდომაზე შესთავაზა, მიაწოდონ იდეები და წინადადებები, თუ რა უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსში იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ქვეყანა კიდევ უფრო მომზადებული შეხვდეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სპეცუბნების გაუქმების იდეა შუალედური არჩევნების შემდეგ სწორედ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გაჩნდა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მისი დიდი სურვილია, „უწყებათაშორის კომისიაში პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად იბადებოდეს იდეები საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ“.

უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ინფორმაცია მოისმინა არჩევნების მეორე ტურზე მომხდარ შესაძლო დარღვევებზე რეაგირების შესახებ.

უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, სექტემბრიდან კი სხდომები კვირაში ერთხელ ტარდება.

უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42