კახიშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების ბაზის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
პოლიტიკა - 11:21, 04 Nov, 2016     2048
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უწყების სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარ სამმართველოს ეწვია და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის, სპორტული დარბაზი და სასადილო, რომელიც გარემონტდა და თანამედროვედ მოეწყო. ასევე, კახა კახიშვილი ადგილზე გაეცნო პირადი შემადგენლობის საცხოვრებელ პირობებს.

მინისტრის გადაწყვეტილებით, განახლდა უწყების სპეციალური დანიშნულების ძალების ბაზის სპორტული დარბაზი, რომელიც ახალი ინვენტარით აღიჭურვა. მეოთხე თაობის ინვენტარი, რომლითაც სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების პირადი შემადგენლობა ისარგებლებს, პროფესიონალურია და ხელს შეუწყობს ფიზიკური მომზადების დონის ამაღლებას.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, განახლდა სპორტული დარბაზი და შემოტანილი იქნა ახალი, თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სპორტული ინვენტარი. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს პირად შემადგენლობას ხარისხიანად მოემზადონ, რათა სათანადოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ფარნაოზ მოლოდინაშვილმა.

განახლებული სპორტული დარბაზი და ინვენტარი პირადი შემადგენლობისთვის, ინტენსიური მომზადების მიზნით, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42