„ჩინური რკინიგზის 23-ე ბიუროს” ქართველი თანამშრომლები მუშაობის გაგრძელებაზე უარს იქამდე ამბობენ ვიდრე კომპანის მენეჯმენტი არ შეიცვლება.
"არაფერი შეცვლილა, ჩვენზე ყველანაირად იწევენ ნაჯახით, ასე გამოდის რომ გვკვლავენ. სანამ კომპანიის მენეჯმენტი არ წავა მუშაობას არ გავაგრძელებთ" - აცხადებს ზურაბ კიკნაძე.
რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენლის თენგიზ დვალიშვილის თქმით, არმატურით ნაცემია ერთ-ერთი დაშავებულის და, რომელიც სასადილოში მუშაობდა.
"ზურგში აქვს დაზიანება მიღებული, მისი ძმაც საავადმყოფოში იმყოფება"- თქვა მან.
მუშების პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას მოყვა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. მათი თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის წარმომადგენლები ერთ-ერთ ადგილობრივს ტყეში მოჭრილი ხეების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ცნობისთვის, ზვარეში მომხდარ გაქტზე გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა ჩინეთის სამი მოქალაქე გუშინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






