ბებო ვერ დადის, 84 წლისაა, სამწუხაროდ პამპერსები სჭირდება მუდმივად და რაც ყველაზე ცუდია ფეხების არეში უკაცრავად და დამპალი აქვს კანი, აქვს ნაწოლები.
სახალხო დამცველის აპარატს მივმართე, რომ მოახდინონ რეაგირება არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, დამიჯერეთ სადაც ეს ქალი იწვა ჯანმრთელ ცხოველს არ აკადრებდნენ დაგდებას.
ჰყავს სამი შვილი, სამივე მამაკაცი, თავიანთი ოჯახებით.
ერთადერთი ვინც უვლიდა (თუ ამას მოვა ჰქვია) არის ერთ-ერთი რძალი.
სახალხო დამცველის აპარატს მივმართე სოციალური მუშაკის წინააღმდეგაც.
ვინაიდან როგორც სამეზოლო აცხადებს უკვე ოთხი წელია რაც დახმარების მიღება შეუწყდა ოჯახს.
საინტერესოა რა ლოგიკური დასაბუთებით შეაფასა სოციალურმა მუშაკმა ცხოვრების ეს არაადამიანური პირობები და ჩათვალა საჭიროდ დახმარების მოხსნა?
დანარჩენზე ფოტო გეტყვით.
მადლობა ყველა კეთილ ადამიანს დახმარებისა და ხელის გამოწვდისათვის.
მამა პეტრეს თაოსნობით გაკეთდება ფონდი, სადაც დახმარების მსურველებს შეეძლებათ წვლილის შეტანა.
ერთი ლაიქი და გაზიარებაც კი დახმარებაა, რათა მეტმა ხალხმა გაიგოს ამ ქალბატონის შესახებ..
ქალბატონი ნათელას დახმარება არის საქართველოში მცხოვრები, უპატრონოდ სიკვდილისთვის მიგდებული სხვა პოტენციური "ნათელების" გადარჩენისკენ გადადგმული ნაბიჯი...
დედები შვილებს სისხლის ფასად აჩენენ და ნუთუ თუნდაც ყველაზე ცუდი დედაც კი არ არის იმისი ღირსი რომ ცხოველივით არ ელოდონ სიბერეში როდის ამოხდება სული???
აღნიშნული პოსტი და ფოტო სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში" ვრცელდება.

მასალის გამოყენების პირობები






