,,სახელმწიფოც, ბიზნესიც და ხშირად სასულიერო პირებიც ძეგლებს ერთნაირად ეპყრობიან“ - კუდავა რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს
პოლიტიკა - 18:55, 03 Nov, 2016     1849
ისტორიკოსი ბუბა კუდავა ისტორიული მეკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხს კუდავა ხანძრის გამო ვარძიის ფრესკების დაზიანებას თემაზე "რუსთავი2'-ის ეთერში საუბრისას შეეხო.

კუდავას თქმით თვისთავად პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებულ შეთანხმებაში რეგულაციები არაა დაკონკრეტებული და გამოკვეთილი არაა ისტორიული ძეგლის დაცვაში, რომელ მხარეს რა პასუხისმგებლობა აკისრია. კუდავა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისტორიულ ძეგლებზე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების არარსებობასაც მიიჩნევს:

„ძირითადი პრობლემა არის ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი. ყოველთვის არის დეკლარირებული, რომ ეს მნიშვნელოვანია, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ისტორია, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენს თვალწინ ზიანდება და ნადგურდება ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში. კონკრეტული ფაქტი არის დაუდევრობის ტიპიური შემთხვევა. ფაქტიურად არცერთ ძეგლზე არ გვაქვს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები, მაგალითად ადამიანს რომ ვერ შეენიშნა ხანძარი, სუნის ან სხვა რამის მიხედვით ვერავინ გაიგებდა, რადგან არ არსებობს ტექნიკური შესაძლებლობები და ონლაინ რეჟიმები არცერთ ძეგლზე, ანუ ფაქტიურად მინდობილია ცალკეული ადამიანის გულისყურზე და პასუხისმგებლობაზე მხოლოდ.

არსებობს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება, რომელიც ძალიან ზოგადია და რეგულაციები არაა დაკონკრეტებული. არ არის დაკონკრეტებული, რა პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს, ეკლესიას, მუზეუმ-ნაკრძალს.“- განაცხადა ბუბა კუდავამ.

კუდავა ისტორიული ძეგლების დაცვის მოტივით მათში წირვა-ლოცვის შეზღუდვის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს გამოსავალი არაა. მისი თქმით შესაბამისი რეგულაციების არსებობის შემთხვევაში ისტორიულ ძეგლში მოქმედი ეკლესიის არსებობა პრობლემა არაა, ამის მაგალითად კუდავამ მსოფლიოში არსებული ისტორიული ძეგლები მოიყვანა, რომელიც ამავე დროს მოქმედ ეკლესიებს წარმოადგენენ.

კუდავას თქმით რეგულაციების არარსებობა და დაუსჯელობა ათამამებს, როგორც სახელმწიფო მოხელეებსა და ბიზნესს, ასევე სასულიერო პირებსაც. იმ შემთხვევებში კი როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი ეჯახება სახელმწიფოს ან ბიზნეს ინტერესებს, საქმე ყოველთვის სახელმწიფოს და ბიზნეს ინტერესებს სასარგებლოდ წყდება:

„ერთ-ერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ მე არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფისთვის ვინმე დასჯილიყოს ამ ქვეყანაში. შესაბამისად ეს ათამამებს და ძალიან თავისუფლად ვეპყრობით ამ ძეგლებს. თავისუფლად ეპყრობა სახელმწიფო მოხელეც, სასულიერო პირიც, ჩვეულებრივი მოქალაქეც და მაქსიმალური სასჯელი არის საზოგადოების აღშფოთება და ამის იქით არ მიდის.

კანონი არის გასამკაცრებელი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობაში ძალიან ბევრი საკითხი არის ღიად დატოვებული, ხშირად ხდება რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი ეჯახება სახელმწიფოს ან ბიზნესინტერესებს, მაშინ ყოველთვის სახელმწიფოს ან ბიზნესის სასარგებლოდ წყდება საქმე. ეს ვითარება არის გადამდები და სახელმწიფოც, ბიზნესიც და ხშირად სასულიერო პირებიც ერთნაირად ეპყრობიან. ეს არის კონკრეტული შემთხვევა, რომელიც უცაბედად გაუფრთხილებლად მოხდა, არის შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, ხშირად გადააკეთებენ ხოლმე ისტორიულ ძეგლებს“- განაცხადა ბუბა კუდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42