ვახტანგ ყოლბაია ე.წ შეთანხმების რატიფიკაციას ეხმაურება
პოლიტიკა - 18:19, 03 Nov, 2016     1406
2016 წლის 2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული ე. წ. შეთანხმების რატიფიკაცია მოხდა.

ამ ფაქტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება.

„არ გამკვირვებია, რომ 2 ნოემბერს დუმამ ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი ეგრეთწოდებული დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდიოდა, რომ 2015 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფებების შექმნას რატიფიცირების აქტი უნდა მოჰყოლოდა. განა ამას არ ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი ეგრეთწოდებული „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“? რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ 2 ნოემბერს ამ ეგრეთწოდებული შეთანხმების რატიფიცირება ხომ პირდაპირ გამოხატავს დოკუმენტის არსს. კერძოდ იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი პოლიტიკა კვლავ ძალაშია. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ რუსეთის დუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელი ძმობასა და მეგობრობას გვეფიცება და ჩვენს სამომავლო კეთილმეზობლურ ურთიერთობებზეც კი საუბრობს. როცა ამ განცხადების მეორე დღესვე დუმა რატიფიცირებას უკეთებს ხელშეკრულებას, რომელიც მთლიანად არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ურღვევობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერს შესძენს. ასეთი დამოკიდებულება მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის სათათბირო ვერ ან არ აცნობიერებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და რომ საქართველოს ტერიტორიების ამგვარი ანექსია დოკუმენტების რატიფიცირების დონეზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების ყველაზე უხეში დარღვევაა. უმჯობესია ალბათ, რუსეთის სახელწიფო დუმამ ჯერ ეს ფაქტი შეიმეცნოს და ამის შემდეგ გამოითქვას მოსაზრებები კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენაზე. სხვა შემთხვევაში, ეს აღიქმება როგორც ცინიზმი და გაუგონარი თავხედობა“, - აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42