"სანამ კონსულტაციები საბოლოო სახეს არ მიიღებს ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანება სწორად არ მიგვაჩნია. ამიტომ კონკრეტულ პასუხს ვერც ჩემზე და ვერც სხვაზე ვერ გაგცემთ"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ "ნიუპოსტის" შესაბამისი კითხვის კომენტირებისას.
ამასთან, კითხვაზე - ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზე საპარლამენტო თანამდებობებსა და მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე იყო თუ არა საუბარი მდინარაძემ აღნიშნა:
"ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს ამ და სხვა მრავალ საკითხზე, ამიტომ გუშინ რა საკითხზე იყო საუბარი ეს შიდა სამზარეულოა და თქვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. კონკრეტულ პასუხებს მიიღებთ მაშინ, როცა ეს გადაწყვეტილება საბოლოო სახეს მიიღებს"- უთხრა "ნიუპოსტს" მდინარაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის კომიტეტს მარიამ ჯაში, იურიდიულს კი, მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
მასალის გამოყენების პირობები






