„მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი, პირიქით გაუმჯობესებულია, მათ შორის გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები რომელიც მანამდე შემცირებული იყო, შემცირების ტენდენცია აქვს იმპორტსაც. გარდა ამისა მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები დოლარის თვალსაზრისით ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში, ჩამოერიცხება აზიის განვითარების ბანკიდან თანხები. ეს არის დროებითი და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას. სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ყველანაირად, რომ შექმნან ცუდი მოლოდინები, მინდა გითხრათ, რომ ცუდი მოლოდინების არანაირი საფუძველი არ არსებობს მაკროეკონომიკურად და ეს ყველაფერი არაერთხელ გაჟღერებულა, როგორც ეროვნული ბანკის ასევე ჩვენი მხრიდან. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ არ იზარალონ. ჩვენი ბაზრის სტრუქტურა არის საკმაოდ საინტერესო და ის ერთჯერადი ტრანზაქციები, რომელიც ხორციელდება სამწუხაროდ გავლენას ახდენს.“- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები






