კახიშვილის უწყებასა და აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 11:22, 03 Nov, 2016     1306
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) შორის ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და საქართველოში INL-ის პროგრამის დირექტორმა მაიკლ მაკმენმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, INL განაგრძობს პენიტენციისა და პრობაციის სისტემის რეფორმის მხარდაჭერას სასწავლო პროგრამებით, ტექნიკური დახმარებითა და სხვა სახის ღონისძიებებით. დოკუმენტით განსაზღვრულ პრიორიტეტებსა და აქტივობებს შორისაა მხარდაჭერა პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის პრინციპებისა და პრაქტიკის დანერგვაში; მსჯავრდებულთა საზოგადოებაში წარმატებული დაბრუნების ხელშეწყობა რისკის შემცირების, დასაქმებისა და პროფესიულ სასწავლო პროგრამებში ჩართვის გზით; თანამშრომელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების გაფართოება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მაიკლ მაკმენთან შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან პარტნიორობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროსთან. მან მადლობა გადაუხადა საქართველოში INL-ის პროგრამის ყოფილ დირექტორს ტრეისი ნიუველს და ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გრძელდება მუშაობა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის სისტემის გაუმჯობესებაზე, წინასასამართლო პრობაციის დანერგვაზე, მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებსა და სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების გაზრდაზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არაერთხელ უმასპინძლა ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაციებს, ასევე, შედგა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტები აშშ-ში. გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა აშშ-ში სასწავლო კურსები გაიარეს. მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის განვითარების ახალ ეტაპზე ამერიკური მხარის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს პროგრამების ხელმძღვანელის მაიკლ მაკმენის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. როგორც მან აღნიშნა, ბიურო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში აქტიურად განაგრძობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42