"ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ქვეყნის გაღარიბება გრძელდება"- ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 11:15, 03 Nov, 2016     1360
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სექტემბერში ეკონომიკის სავალალო 1.5%-იანი ზრდა მეტყველებს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საუბარი სწრაფ განვითარებაზე ისეთივე ტყუილია, როგორც ივანიშვილის “100 ქარხანა” და “5-თეთრიანი ელექტროენერგია”.

„საპარლამენტო არჩევნების წინ ეროვნული ბანკი ხელოვნურად აჩერებდა ლარის გაუფასურებას, რათა შეექმნა ილუზია, თითქოს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაRება შესაძლებელია. ვხედავთ, რომ ეს შეუძლებელია, არადაეროვნულმა ბანკმა ივანიშვილის საამებლად სავალუტო რეზერვებიდან სექტემბერ-ოქტომბერში 180 მლნ ლარი გაფლანგა და გრძელვადიანად კიდევ უფრო მაღალი რისკების წინაშე დაგვაყენა.

საერთშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ადგილობრივი ექსპერტები,ჩვენ - პოლიტიკური ოპოზიცია, ყველა ვამბობთ ერთსადაიმავეს: მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დეფიციტური ხარჯვა; შეელიოს პრემიებს, დანამატებს, გაბერილ სამივლინებო ხარჯებს და შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი; სხვაგვარად მდგომარეობა არათუ გამოსწორდება, კიდევ უფრო დამძიმდება.

რას აკეთებს ამ დროს მთავრობა?არ არიარებს პრობლემას, არ ცვლის საბიუჯეტო პოლიტიკას, იღებს ვალებს.

აშკარაა, რომ ყველა რჩევის საპირისპიროდ, ივანშვილის მთავრობა ვერ ელევა გაბერილ ბიუროკრატიულ ხარჯს, უყაირათოდ ხარჯავს ბიუჯეტს და წარმოქმნილი დეფიციტის ჩაქრობას ვალების აღებით ცდილობს.

ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალი ეკონომიკის 42%-ია. ასეთი მაჩვენებელი საქართველოს 2003 წელს ჰქონდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში საშინაო და საგარეო ვალი 5 მლრდ ლარით გაიზარდა.

“ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი 2017 წლისთვის სიგნალია, რომ მთავრობა არაფრის შეცვლას თავის მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკაში არ აპირებს, რაც ბიზნესის განწყობაზე უარყოფითად აისახება და, შესაბამისად, მოქმედებს ლარზე.

იმავდროულად,ძალადობრივ გარემოში მოსყიდვებითა და დაშინებებით ჩატარებული არათავისუფალი არჩევნების შედეგად ივანიშვილი ახდენს ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას მის ხელში, რაც კიდევ უფრო დაბლა სწევს საქართველოს მიმზიდველობას ინვესტორთა თვალში. ეს აჩერებს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

როგორ გავღარიბდით, ეს მკაფიოდ ჩანს, ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ. დავედით 2011 წლის დონეზე. იმის ნაცვლად, რომ გაზრდილიყო ჩვენი კეთილდღეობა, მოხდა პირიქით: გავღარიბდით, შემცირდა ჩვენი მსყიდველუნარიანობა, მოვიხმართ უფრო ნაკლებს.“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42