პრეზიდენტის არჩევის წესი - ,,ოცნებას მანდატი ასეთ უტოპიურ თემებზე სასაუბროდ არ მინიჭებია“
პოლიტიკა - 18:43, 02 Nov, 2016     2988

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. გიორგი აბაშიშივილის თქმით ამ თემის გაჟღერება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან ჯერ კიდევ პირველი ტურის დასრულებისთანავე მოხდა.

„ქართულ ოცნებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მათ წინაშე დგას დილემა - რაში გამოიყენონ. პირველ რიგში მოდით დავაყენოთ საკითხი ასე, რისთვის მიანიჭა საზოგადოებამ მანდატი „ქართულ ოცნებას“, იმისათვის, რომ ასეთ უტოპიურ თემებზე ესაუბრა თუ იმისათვის რომ უმუშევრობა დაეძლია, უკეთესი ჯანდაცვა , განათლება და ა.შ ყოფილიყო? ეს არის სრულიად აბსურდული თემა და ამ აბსურდულ თემაზე ამდენი ადამიანი მსჯელობს. შეგნებულად ვიკავებდით ამაზე თავს. მთავარი კითხვა მაქვს , ამ საკითხის გარდა ყველა საკითხი მოგვარებულია და ესღა დაგვრჩა? როდესაც რაღაცის ცვლილებას ვგეგმავთ, ხომ ის უნდა განვსაზღვროთ რატომ არის ეს ცვლილება საჭირო? დღემდე ვერ მოვისმინეთ წონადი არგუმენტი იმისა თუ რატომაა ეს საჭირო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პრეზიდენტის არჩევის ცვლილება ნომერ პირველი საკითხია, მაშინ სერიოზული დისკუსია შეუძლებელია.“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით პრეზიდენტის ინსტიტუტი თავის ფუნქციას წარმატებით ასრულებდა და ბევრი საკითხი სწორედ პრეზიდენტის ჩარევით გადარჩა, მათ შორის მოსმენების და ეროვნული ბანკის შესახებ კანონები.

„პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმატებით ფუნქციონირებს , არის მთავარი ბალანსის შემქმნელი ხელისუფლების შტოებს შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტის საშუალებით მრავალი საკითხი გადარჩა ამ ქვეყანაში, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გვქონოდა ან გვქონოდა მახინჯი ფორმით. რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართულობა, რა იქნებოდა მოსმენების კანონთან, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ? სადაც პრობლემა არ არსებობს რატომ ვიწყებთ იქიდან?“- აღნიშნა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის თქმით პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევა ხდება იმისთვის, რომ ამ განცხადებებით ვინმემ ვინმეს ასიამოვნოს:

„თუ არა ცალკეული ახირებები, რომ ვინმემ ვინმეს ასიამოვნოს და პრეზიდენტის ინსტიტუტზე და პრეზიდენტზე რაიმე თქვას, სხვა რეალური მიზეზი აქ არ არსებობს.“ - განაცხადა აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42