"გირჩი" პარტიებს ქორწინების საკონსტიტუციო განსაზღვრაზე ცალსახა პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
პოლიტიკა - 16:48, 02 Nov, 2016     1552
კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების ჩაწერის თემასთან დაკავშირებით, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ მიმართვას ავრცელებს, რომლის მთავარი ადრესატები „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ არიან. გირჩი პარლამენტში შესულ პარტიებს მოუწოდებს ღიად და გამჭვირვალედ დააფიქსირონ თავიანთი ცალსახა პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. გირჩი მიმართვაში საკუთარ პოზიციასაც აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ჩანაწერის გაკეთება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შელახვაა და პირობას დებს, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის ლგბტ თემის წარმომადგენლებს, ქონდეთ თანაბარი უფლებები:

„საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ქართულ ოცნებას, შემდეგი 4 წლის მანძილზე, საქართველოს პარლამენტში ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა.

როგორც ახლადარჩეულ დეპუტატთა ნაწილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯარო განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, ერთ-ერთი საკითხი, რის გადასაწყვეტადაც ისინი გამოიყენებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, არის ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერება ქორწინების განმარტება, როგორც ქალის და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირი - ოჯახის შექმნის მიზნით.

საზოგადოებისთვის ცნობილია გირჩის პოზიცია ქორწინებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანების ერთად ცხოვრების (ან არ ცხოვრების) გადაწყვეტილება არის მხოლოდ მათი უფლება და შესაბამისი პასუხისმგებლობა. ერთად ცხოვრების შედეგად დაგროვილი ქონება და შვილების წინაშე პასუხისმგებლობის ზომა თავად ამ ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ კონკრეტულ შემთხვევაში გააზრებული შეთანხმებით. ოჯახი საზოგადოების პირველადი და ბუნებრივი ერთეულია სახელმწიფოსთან შედარებით. ამიტომ, სახელმწიფოს არ შეუძლია დაადგინოს რა არის ოჯახი.

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებიც ოჯახს არქმევს მხოლოდ მამრობითი და მდედრობითი სქესის ადამიანების კავშირს და ერთნაირი პირობებით ათანხმებს თანაცხოვრების წესებზე და განქორწინების შემდგომ ვალდებულებებზე, არასწორია და პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედი კონსტიტუციის რამდენიმე მუხლის.

კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში, მას ექნება შემზღუდავი ეფექტი ადამიანის კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ და ეს ეფექტი განაპირობებს იმასაც, რომ მომავალში კანონმდებელს აეკრძალება მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფისთვის, ამ შემთხვევაში ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის, გარკვეული უფლების მინიჭება მაშინაც კი, თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბუნებრივად მიგვიყვანს ამ რეალობამდე.

ასეთი ცვლილებით, ქართველი ერი, მისი ნების გამომხატველი ქართული ოცნების მეშვეობით, დააფუძნებს ახალ ქვეყანას, ახალი კონსტიტუციით. ახალი კონსტიტუციით ის იტყვის, რის უფლებას აძლევს თავს, როგორც კოლექტივი, ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან მიმართებაში.

ხალხის ნება შესაძლოა იყოს დაფუძნებული ემოციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელსაც, გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, თავადაც მცდარად მიიჩნევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროში, ყველა ადამიანს, მათ შორის ლგბტ თემის წარმომადგენლებს, ექნება თანაბარი უფლებები. არავინ იცის როდის და რა პროცესების შედეგად დადგება ასეთი დრო, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ ნებისმიერი ასეთი პროცესის დასაჩქარებლად.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ყოველმხრივ არიდებენ თავს ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, ყველა ხერხს იყენებენ იმისათვის, რომ მათი პოზიცია იყოს მაქსიმალურად ბუნდოვანი და ორაზროვანი, რაც აძლევს დამატებით სტიმულს ხელისუფლებას, მსგავსი მავნებლური და პოპულისტური ცვლილების განსახორციელებლად.

ამ მიმართვის ადრესატია ქართველი ხალხი, მისი კონსტიტუციური ნების აღმსრულებელი ქართული ოცნება, ზომით მეორე პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა, დემოკრატიის, როგორც იდეის, დიაგნოზი - პატრიოტთა ალიანსი და ყველა, ვინც აცხადებს პრეტენზიას პოლიტიკურ პარტიობაზე ან პოლიტიკოსობაზე.

გირჩი მოუწოდებს მათ, ღიად და გამჭვირვალედ დააფიქსირონ თავიანთი ცალსახა პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შელახვა, პოლიტიკური სპექტრის არასაკმარისი გამბედაობის გამო."- აღნიშნულია "გირჩის" მიმართვაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42