"ორპალატიანი პარლამენტის საკითხი მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ შეიძლება დადგეს"
პოლიტიკა - 15:55, 02 Nov, 2016     1926
"ნაციონალური მოძრაობაში" ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედების შესაძლებლობას გამოეხმაურნან.
გიორგი კანდელაკის თქმით, ორპალატიანი პარლამენტის დანერგვის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ შეიძლება დადგეს.

”1995 წლის ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სუვერენიტეტის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელების შემდეგ. გასაგებია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს დეოკუპაცია ”ქართული ოცნების” პრიორიტეტი არ არის, მაგრამ ეს არის ერთმნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომლის შეცვლაც იქნება წარმოუდგენელი და უკან გადადგმული ნაბიჯი” - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის ფართო ფორმატში, შეთანხმება ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედებაზე შედგეს.
ამასთან, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, არის მოსაზრება, რომ ჩვენ გადავიდეთ სრულ საპარლამენტო მართვის სისტემაზე.

”ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი ლიდერი სერგო რატიანი ამბობს, რომ ”ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან.

”მათ იციან, რომ 2018 წელს ისინი უბრალოდ დამარცხდებიან და ამიტომ აკეთებენ ყველაფერს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს. რაც შეეხება მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას, ყველამ იცის, რომ მას შემდეგ, რაც მარგველაშვილის პოზიციები დაშორდა ”ქართული ოცნების” პოზიციებს, მათ მცდელობაც ჰქონდათ, რომ მარგველაშვილის უფლებამოსილებები ვადაზე ადრე შეეკვეცათ. წინა პარლამენტში ამაზე საუბარი იყო”, - განაცხადა სერგო რატიანმა.

კომენტარი გაკეთდა "თავისუფალ დემოკრატებშიც" პარტიის ლიდერი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ორპალატიანი საპარლამენტო სისტემის ამოქმედების აუცილებლობას ვერ ხედავს.
”ორპალატიანი სისტემა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში იმ ნორმას, რომლის მიხედვითაც წარმომადგენლობა აფხაზეთიდანაც უნდა იყოს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ამიტომ მგონია, რომ ძალიან საფრთხილოა"- მიიჩნევს გოგუაძე.
რას ამბობს კონსტიტუცია?

მუხლი 4

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი.

2. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან.

3. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (10.10.2002, N1689), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (20.04.2000, N260) და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან.

4. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42