"აღარც დრო მქონდა და აღარც ნერვები"- თინა მახარაძეს მაღაზიიდან პალტო მოპარეს
სოც.მედია - 16:12, 02 Nov, 2016     42051
პოპულარული მსახიობი თინა მახარაძე საკუთარ პალტოს ეძებს. როგორც თინა მახარაძე ფეისბუკზე წერს პალტო, რომელიც მას განსაკუთრებულად უყვარდა და სჭირდებოდა უცნობმა გოგომ რუსთაველზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან გააყოლა ხელს. მსახიობი ჯერ-ჯერობით უიმედოდ ელოდება, რომ ის ადამიანი დაუკავშირდება, რომელმაც მისი პალტო წაიღო და დაუბრუნებს.

„კურიოზს გავიხსნებდი:

გუშინ, საღამოს, რუსთაველზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ვიღაც უცნობმა კლიენტმა გოგომ, რომელიც მეგობარ გოგოსთან ერთად იყო საყიდლებზე გამოსული, ხელს გააყოლა ჩემი პალტო - გრძელი, რუხი, ახალი, თბილი და ლამაზი ( ზუსტად რა და როგორ მოხდა, არ აღვწერ: მეზარება, ვბრაზდები და სხვების მაგივრად მრცხვენია ).

ამიტომ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო მაღაზიის მომსახურე პერსონალის სულელურ, გაუფრთხილებელ და უპასუხისმგებლო საქციელზე, არც იმაზე, რომ სხვისი ტანსაცმლის მითვისება არ არის კეთილშობილური საქციელი, არც იმაზე, როგორი გაუმართავია უსაფრთხოების სისტემა იმ მოლში, როგორ არასწორად არის განლაგებული კამერები და, ფაქტობრივად, არ ჩანს საჭირო წერტილები, ან თუ ჩანს, მხოლოდ - მქრქალი სილუეტებით, არც იმაზე, რომ პოლიცია არ გამოვიძახე იმიტომ, რომ მთელი იმ დავიდარაბის, რაც განყოფილებაში მრავალგზის გამოცდილ წოწიალსა და იქ საათების განმავლობაში უშედეგოდ გდებას ნიშნავს, აღარც დრო მქონდა და აღარც ნერვები, რადგან ის ნერვებიც, იგივე პროცედურის გავლისას, სრულად დავტოვე აღნიშნულ მაღაზიაში, საწყლად აქ მაინც დავიკნავლებ:

იმის გათვალისწინებით, რომ ის პალტო სულ რაღაც ერთი კვირის წინ მაჩუქა დიმუმ და ძალიან მიყვარდა, რომ ის იშვიათი პალტო იყო, რომელიც მომერგო ( ექსტრა პეტიტს ვიცვამ, რაც ძალიან რთულად იშოვება ) და გარდა ამისა, ერთ-ერთი სერიის ერთ ეპიზოდშიც მეცვა უკვე და მომდევნოშიც ( რომელიც ჯერ არ გადაგვიღია ) აუცილებელად უნდა მეცვას, ლოგიკური განგრძობადობა ( continuity )`რომ არ დაირღვეს, რა კარგი იქნებოდა, ვინმეს წერილი მომსვლოდა ინბოქსში, მე წავიღე შენი პალტო იმიტომ, რომ ბლა ბლა ბლა და აჰა, დაიბრუნე, მე ღმერთი უკეთესს მომცემსო.

თუ ასე არ მოხდება, ვეცდები, რამენაირად ვიპოვო იგივე ზომის იგივე პალტო და წარმატებები ვუსურვო იმ გოგოს, რომელსაც იმედი მაქვს, ისევე მოუხდება ის პალტო, როგორც მე მიხდებოდა, მაგრამ ეჭვი მეპარება“- წერს თინა მახარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42