წინააღმდეგობის მოძრაობა - ,,ლეიბორისტები“ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებენ
პოლიტიკა - 15:52, 02 Nov, 2016     1463
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის მოწოდებას რამდენიმე ოპოზიციური პარტია უერთდება, ე.წ. წინააღმდეგობის მოძრაობის დასაწყებად კონსულტაციები მიმდინარეობს. პოლიტიკოსები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და მეცხრე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ. შალვა ნათელაშვილს დღეს პაატა დავითაია და ზურაბ ხარატიშვილი შეხვდნენ.

„პრაქტიკულად ამ დანაშაულებრივმა, გაყალბებულმა არჩევნებმა დაასრულა საქართველოში პოლიტიკა, ქართულ პოლიტიკაში ყველა ყაჩაღი შევიდა პოლიტიკოსების გარდა. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკოსები პოლიტიკაში და მათ ავაღებინოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის ორიენტაციის საკითხზე, რეფორმაზე თუ ეკონომიკის განვითარების საკითხზე. სხვა შემტხვევაში დღეს პრაქტიკულად ქართული პოლიტიკა არ არსებობს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პაატა დავითაია ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაზე საუბრობს, რომელიც შეძლებს არსებული ვითარების შეცვლას:

„ის რეალობა, რა რეალობაცაა შექმნილი, ცხადყოფს იმას, რომ ის დაქსაქსულობა, ის პოლიტიკური ზეწოლები ლიდერებზე, რაც ხორციელდება და რაც ჩანს, მიგვაჩნია, რომ სისტემა უნდა იყოს ისეთი ჩამოყალიბებული, ისეთი ადამიანებისგან, რომელიც ამას გაუძლებს და რომელიც მკვეთრი იქნება თავის მოქმედებებში“, - აღნიშნა პაატა დავიტაიამ.

ზურაბ ხარატიშვილი კი აცხადებს, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ეცდებიან ჩატარებული არჩევნების ფართო შეფასება გაკეთდეს:

„ვნახეთ, რომ სამოქალაქო სექტრის ზოგიერთმა წარმოამდგენელმა დარღვევები ვერ აღმოაჩინა ასე მძმედ ჩატარებულ არჩევნებში, ზოგმა საერთოდ გაჩუმება ამჯობინა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ძალიან ნეიტრალური მდგომარება დაიკავეს, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური პარტიების ერთობლივი შეფასება არ ყოფილა. ჩვენ ვეცდებით სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერტადაც რაც შეიძლება ფართო შეფასება გავაკეთოტ არსებული არცევნების“, - განმარტა ზურაბ ხარატიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42