„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არჩევნების შემდგომ რეზონანსულ საკითხებზე კომენტარებს აკეთებს. კობახიძე პასუხობს კითხვას, რომელიც გიორგი მარგველაშვილისთვის პრეზიდენტობის ვადის შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხს ეხმაურება:
„ჩვენ წინასწარ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება არ გვაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ფართო განხილვების საფუძველზე, ფართო კონსულტაციების და ფართო კონსესუსის საფუძველზე”, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილების კონსტიტუციით დადგენილ ვადას ვერავინ შეეხება:
„ეს იქნებოდა კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. ეს არის შესაბამისად, სპეკულაციები და არ ვიცი, რომელი კონსტიტუციონალისტები ბრჭყალებში თუ ბრჭყალებს გარეთ საუბრობენ ამაზე. პრეზიდენტის, პარლამენტის და სხვა ორგანოების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, თუნდაც საკონსტიტუციური ცვლილებით, არის კონსტიტუციური სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა, შესაბამისად, ყველანაირი საუბარი ამასთან დაკავშირებით არის, სპეკულაციები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






