თეა წულუკიანმა პროექტ „50 საჯარო მოხელის“ საუკეთესო მონაწილეები ინგლისში ერთთვიანი სასწავლო კურსით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 14:15, 02 Nov, 2016     2600
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროექტ „50 საჯარო მოხელის“ 6 საუკეთესო მონაწილე ინგლისის მენეჯმენტისა და ენის საერთაშორისო კოლეჯში (MLS International College) ერთთვიანი სასწავლო კურსით დააჯილდოვა. როგორც ამას პროექტის პირობები ითვალისწინებს, სწავლება სრულად ფინანსდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ.

საუკეთესო მონაწილეები კომპლექსური მიდგომით 6 კრიტერიუმის მიხედვით შეირჩნენ, ესენია: ტესტირების ქულები; კურსზე დასწრების მონაცემები; პროგრესის მაჩვენებელი (ტრენინგამდე და ტრენინგის შემდგომი შეფასება); კონფერენციის შეფასება; ტრენერების რეკომენდაციები და სასწავლო პროცესის განმავლობაში მონაწილეთა დასწრება.

მინისტრმა წარმატებული მონაწილეები საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიას პროექტის მონაწილეები, ტრენერები, მონაწილეთა სტაჟირების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

პროექტი „50 საჯარო მოხელე“ მაღალი შეფასებებით 50-დან 37-მა მონაწილემ დაასრულა. 37 მონაწილიდან 30-მა ახალგაზრდამ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ოთხთვიანი სტაჟირება გაიარა, მათგან 22 საუკეთესო კი უკვე დასაქმდა სისტემაში, ხოლო 8-ს გაუგრძელდა სტაჟირება. „იუსტიციის სისტემას კვალიფიციური კადრების ახალი თაობის მომზადება სჭირდება. სხვადასხვა საჯარო კონკურსმა აჩვენა, რომ კონკურსში წარმატებისთვის ახალგაზრდებს წინასწარი მომზადება სჭირდებათ ხოლმე. სწორედ აქედან დაიბადა იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროექტის იდეა „50 საჯარო მოხელე“, რომელიც, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, წარმატებული პროექტია და ახალგაზრდების საჯარო სამსახურში დასაქმებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფოს აძლიერებს“, −განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტი „50 საჯარო მოხელე“ 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი ემსახურება იმ სტუდენტების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, მომავალი კარიერა საჯარო სამსახურს დაუკავშირონ. სასწავლო კურსი მოიცავდა სხვადასხვა სწავლებას, მათ შორის, საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპების გაცნობას, საჯარო სამსახურის სისტემაში წარმატებისათვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას.

პროექტში მისაღებ კონკურსში მონაწილეობა შეეძლო 21-25 წლის საქართველოს მოქალაქეს (ბაკალავრი). რამდენიმეეტაპიანი შესარჩევი კონკურსი მოიცავდა ტესტირებებს და გასაუბრებას. კონკურსის წესით შეირჩა 50 საუკეთესო ახალგაზრდა. ისინი სპეციალურად ამ პროექტისთვის შემუშავებული ინტენსიური, უნიკალური, კომპლექსური სასწავლო პროგრამით გადამზადდნენ. ექვსთვიანი კურსი მოიცავდა სხვადასხვა შინაარსის 33 ტრენინგს. სასწავლო პროცესში ჩართული იყვნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროფესიონალები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

სასწავლო კურსი მიმდინარეობდა 2015 წლის 14 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42