თბილისში (OECD) “გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია” გაიხსნა
პოლიტიკა - 12:16, 02 Nov, 2016     1338
2 ნოემბერს, თბილისში ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) “გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია” გაიხსნა.

გლობალური ფორუმის პლენარული სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა, რომელშიც ფორუმის წევრი 100-მდე სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობს.

სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) “გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის” თავმჯდომარემ, კოსი ლოუმ მიმართა. ფორუმზე სიტყვით წარსდგა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

„დღეს, ჩვენ OECD-თან თანამშრომლობით ვატარებთ გლობალური ფორუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას საგადასახადო კუთხით. პრაქტიკულად ამ ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია არის ჩამოსული. ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები, მათ შორის, ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას (FATCA) ამ მიმართულებით შეერთებულ შტატებთან და ვმუშაობთ იმისთვის, რომ საგადასახადო სისტემა უფრო გამჭვირვალე იყოს და მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ის პირობები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს აქვთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

გლობალური ფორუმის პლენარული სესიის საქართველოში ჩატარება, იმ ძალისხმევის აღიარებაა, რომელიც ქვეყანამ საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში განახორციელა.

საქართველო გლობალურ ფორუმში გაწევრიანებულია 2011 წლიდან. ქვეყანამ წარმატებით გაიარა გლობალური ფორუმის შეფასების ორივე ფაზა. გლობალური ფორუმის შეფასებით, საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, ასევე, ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ კუთხით, საიმედო პარტნიორი ქვეყანაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, საქართველო რეგიონის ერთ-ერთი სამაგალითო და ლიდერი სახელმწიფოა.

ასეთი მასშტაბური ღონისძიების საქართველოში ჩატარება, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული პოტენციალის მქონე ქვეყნის, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებას.

პლენარული სესია მუშაობას 4 ნოემბერს დაასრულებს. სესიის მიმდინარეობისას კომპეტენტურ უწყებთა (საუდის არაბეთი - ურუგვაი) მრავალმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42