თბილისის მერი, დავით ნარმანია დედაქალაქის ბოტანიკური ბაღის ყოფილი ტერიტორიის განაშენიანების გეგმასთან მიმართებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ არსებული გეგმა ბაღის საინტერესოდ განვითარებასა და დამატებით გამწვანებას გულისხმობს:
„გაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელზეც დედაქალაქის საკრებულომ იმსჯელა არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ ტერიტორიის საკმაოდ საინტერესოდ განვითარებას. მათ შორის დაგეგმილია გოლფ კლუბის გაკეთება, დამატებით გამწვანდება ტერიტორია. კონკრეტული გენდროლოგიისპროექტი მომზადების სტადიაზეა და ის აუცილებლად იქნება შემოტანილი. ხეების მოჭრასთან დაკავშირებით საკითხი ჯერჯერობით არ დამდგარა,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულომ ბოტანიკური ბაღის ყოფილი ტერიტორიის განაშენიანების გეგმა გუშინ დაამტკიცა. თუმცა, აღნიშნულ გეგმას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები






