ეს განცხადება მალგოჟატა გოშევსკამ ე.წ. მატროსოვის ციხესთან, მას შემდეგ გააკეთა, რაც ვანო მერაბიშვილს და გიგი უგულავას შეხვდა და პატიმრობის პირობებს პირადად გაეცნო.
პოლონელი დეპუტატის განცხადებით მისი ბოლო შეხვედრიდან დღემდე ყოფილი მაღალჩინოსნების პირობები არ გაუმჯობესებულა.
„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით პოლიტპატიმრებს, ისევე როგორც ოპოზიციურ პარტიებზე განხორციელებულ შემთხვევებს. ვთვლი, რომ ბატონი ვანო და ბატონი გიგი არიან პოლიტპატიმრები. მე ევროპარლამენტის სახელითაც ვსაუბრობ და ვფიქრობ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ეს ყველაფერი დაადასტურა, ეს ჩემი პირველი შეხვედრა არ არის ამ ბატონებთან, წლების განმავლობაში პირობები არ გაუმჯობესებულა. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ იმ ფაქტს, რომ როგორც ევროკომისიის, ევროპარლამენტის ასევე პოლონეთის პარლამენტის მხრიდან ადამიანის უფლებების კუთხით კვლავ განვაგრძობთ ჩვენს დაკვირვებას ამ პოლიტპატიმრების მიმართ ციხეში არსებული მდგომარეობის კუთხით" - განაცხადა პოლონეთის პარლამენტის დეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკამ.
მასალის გამოყენების პირობები






