პრეზიდენტის განკარგულებით პროფესორი გივი ღამბაშიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვდა
პოლიტიკა - 10:07, 02 Nov, 2016     1401

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, ქართულ-ებრაული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორი, პროფესორი გივი ღამბაშიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.

გივი ღამბაშიძეს პრეზიდენტის ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს, მუზეუმში, ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, ვახტანგ კახიძის საღამოზე პირადად გადასცა.

„ქართველთა და ებრაელთა მეგობრული, ძმური ურთიერთობა მრავალ საუკუნეს ითვლის და ამ ასწლეულების განმავლობაში, ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდათ ამ ურთიერთობის განმტკიცებასა და გაღრმავებაში. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ დღეს, თანამედროვეობაში ასეთი ადამიანები გვყავს და სწორედ ასეთი ადამიანია პროფესორი გივი ღამბაშიძე. დღეს, მე მაქვს პატივი მას გავაცნო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება; სწორედ ქართულ-ებრაული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, პროფესორი გივი ღამბაშიძე დაჯილდოვდეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გივი ღამბაშიძემ პირადად უმასპინძლა და იქ დაცული ექსპონატები დაათვალიერებინა.

ღონისძიებას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ასევე ქართული კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42