ინფორმაცია ამის შესახებ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა . სააკაშვილის თქმით ეს იმ ”ტიტუშკების” ნამოქმედარია. რომელთაც უნდათ რომ უკრაინაში ჰელოუინის მსგავსი ცხოვრება დიდხცანს გაგრძელეს:
“დავით საყვარელიძეს ხარკოვში, სტუდენტებთან გამოსვლის შემდეგ, ქუჩაში, სახეში “ზელიონკა” შეასხეს. როგორ ჩანს, „ტიტუშკებს“ ძალიან უყვართ ჰელოუინი. ღირს მაინც ბრძოლა, რომ ჰელოუინი წელიწადში 365 დღე არ გაგრძელდეს “, -წერს მიხეილ სააკაშვილი.
აღნიშნულ ფაქტს ფეისბუკზე გამოეხმაურა თავად დავით საყვარელიძეც:
„ხარკოველი ”ტიტუშკების” უფროსებს გულუბრყვილოდ გონიათ, რომ ასეთი ქმედებებით შესაძლებელია ჩემი და ჩემნაირების გაჩერება და გაჩუმება. ალბათ მათ უნდოდათ ეჩვენებინათ ვინ იყო იქ უფროსი.
მინდა, მათ იმედები გავუცრუო, ჩვენ ასე მარტივად არ ვნებდებით და ასეთი გამოხდომებით ვერ შეგვაშინებთ. ისეთი, როგორიც მე ვარ, უკრაინაში მილიონია.
მესმის, რომ ქუჩური, ხულიგნური მეთოდებით მოქმედებას შეეჩვივნენ და ზუსტად ამით მოვინენ ისინი დროებით ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი მალე ჩამოირეცხავს არაშორსმჭვრეტელ ლიდერებს და გაგზავნის მათ პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე, ისევე როგორც მე ვირეცხავ "ზელიონკას". ეთერში უნდა გავიდე, სადაც გავაგრძელებ სიმართლის თქმას მოქმედ ხელისუფლებაზე, როგორც აქამდე ვაკეთებდი. ჩვენი ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება! კარგად გაეცანით ჩემს აღზრდასა და წარსულს, ასევე, საიდან ვარ. სამიზნე ცუდად შეარჩიეთ.“- დაწერა საყვარელიძემ ფეისბუკზე,
მასალის გამოყენების პირობები






