"პარტიაში ვიყავი და ვაპირებ, ხშირად ვიარო და დისკუსია გვქონდეს," - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
რულოვსის პარლამენტში შესვლაზე კონკრეტული პასუხი არც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს აქვთ. ელენე ხოშტარიას თქმით პარლამენტზე და სამომავლო გეგმებზე პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს და ამაში სანდრა რულოვსიც მონაწილეობს:
"პარტიას აქვს პოზიცია, რომ შევდივართ პარლამენტში. მეორე ტურებზე მას ჰქონდა განსხვავებული პოზიცია. პარლამენტზე და სამომავლო გეგმებზე პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს. როცა ის იქნება მზად, ისაუბრებს ამაზე," - განაცხადა ხოშტარიამ
სანდრა რულოვსის შემთხვევას არაორდინალურს უწოდებს ნინო კალანდაძე, მისი თქმით გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი კონსულტაციები გაიმართება:
"პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ქალბატონი სანდრა შევა თუ არა პარლამენტში, რადგან ის არაორდინალური შემთხვევაა და მეორე ტურში არ მიიღო მონაწილეობა, გაიმართება დამატებითი კონსულტაციები და ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას," - განაცხადა კალანდაძემ.
ხათუნა გოგორიშვილის შეფასებით აღნიშული თემა აჟიოტაჟის მიზეზი არ უნდა გახდეს, რადგან უკვე ცნობილია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ ენმ პარლამენტში შედის. სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე პასუხი კი თავად სანდრა რულოვსმა უნდა გასცეს:
"რატომ გაქვთ აჟიოტაჟი, სანდრას პოზიცია ჰკითხეთ სანდრას. მე გეუბნებით პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომ ნაციონალური მოძრაობა შევა პარლამენტში," - განაცხადა გოგორიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






