,,დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია“ - ბოტანიკური ბაღისა და თაბორის მთის განაშენიანების გეგმა დამტკიცებულია
პოლიტიკა - 20:08, 01 Nov, 2016     10994
თბილისის საკრებულომ თაბორის მთის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი 24 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გასხვისებულ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა ტერიტორიის მფლობელმა კომპანიებმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს უკვე წარუდგინეს. სამსახურმა დასკვნა 28 ნოემბრამდე უნდა გასცეს.

გეგმარებითი პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ტერიტორიაზე იგეგმება სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და სარეკრეაციო ტერიტორიის გაშენება, რომლის შემადგენლობაშიც შევა:გოლფის სათამაშო მოედნები;ხელოვნური ტბა; ღია სპორტული მოედნები; საფეხმავლო ბილიკები; გოლფ კლუბის შენობა; სასტუმროს შენობა.

თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორის ცოტნე ებრალიძის განცხადებით უშუალოდ ნაგებობების მშენებლობა მათ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის მხოლოდ 2 %-ზე იგეგმება, ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი კი სარეკრეაციო ფუნქციას შეინარჩუნებს. ამასთანავე მისი თქმით კერძო საკუთრებაში არსებული სარეკრეაციო სივრცით სარგებლობა მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ.

„ეს არის უპრეცენდენტოდ მწვანე პროექტი, 40 ჰექტარი სარეკრეაციო ტერიტორია და ის იქნება ხელმისაწვდომი ქალაქის ყველა მაცხოვრებლისათვის“- განაცხადა ებრალიძემ.

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ბოტანიკური ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის შეჩერებას ითხოვდა. მათი განცხადებით განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე მასზე ფართო მსჯელობა იყო აუცილებელი. ირაკლი აბესაძის თქმით დაჩქარებულ რეჟიმში დამტკიცების ერთადერთი არგუმენტი იყო ის , რომ დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი

"როგორც მოსალოდნელი იყო საკრებულოს უმრავლესობამ ძალინ სწრაფად, მოუმზადებლად არასრულყოფილი დოკუმენტაციის პირობებში დაამტკიცა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ განაშენიანების რეგულიერების გეგმა, ეს გულისხმობს აღნიშნულ ტერიტორიაზე ათასობით ხის მოჭრას. ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც მოხდა ასე ნაჩქარევად დამტკიცება არის ის, რომ დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42