"გოგონას გადასძახა ძველმოდურად და ამაყად - ქალიშვილო, თქვენი "ბილეთი" აღებულიაო!"- თეთრწვერა მოხუცის გულშიჩამწვდომი ამბავი
სოც.მედია - 18:47, 01 Nov, 2016     161340
სოციალურ ქსელში, მგზავრობის დროს თავს გადამხდარი ამბები ხშირად ვრცელდება, თუმცა ისტორია, რომელსაც თინიკო თ-მ გაუზიარა ფეისბუკმომხმარებლებს, განსაკუთრებით ემოციური და გამორჩეულია:

„სამარშრუტო ტაქსში, ბოლო გაჩერებაზე თეთრწვერა მოხუცი ამოვიდა. ადგილები აღარ იყო და მძღოლის გვერდით დაყუნცდა... ოციოდე წლის გოგონამ უახლოესი სავარძლიდან გაცრეცილ პიჯაკზე დაქაჩა - ბაბუ, დაბრძანდითო... ბაბუმ იუკადრისა (მაგრამ არ წყენია) - როგორ გეკადრება ბიძიაო(!) ეგეთი მოხუცი კი არ ვარ ქალიშვილმა ადგილი დამითმოსო... გოგონა არ ეშვებოდა, მოხუციც ხითხითებდა და არაფრით ჯდებოდა...

დავიძარით.

ალბათ ყველა მგზავრი დაუთმობდა ამ საყვარელ და ამაყ მოხუცს თავის ადგილს, მაგრამ აღარავინ სთავაზობდა. ყველა რაღაცნაირად უხერხულად იყო...

გზაში რაღაც იკითხა და აღმოჩნდა, რომ ზუსტი მისამართიც არ სცოდნია. მერე მგზავრობის ღირებულება იკითხა. მერე ჯიბე ააჩხრიალა. მერე კი იმ გოგონას გადასძახა ძველმოდურად და ამაყად - ქალიშვილო, თქვენი "ბილეთი" აღებულიაო!.. ამან სულ დაგვითუთქა გულები...

ჩემს გაჩერებას ვუახლოვდებოდით...

საფულედან ხუთლარიანი ხელის კანკალით ამოვიღე და მოხუცს ფეხებთან მივუგდე.

- ბატონო! - მივაყვირე ნერვიულობისგან (თან მეშინოდა კიდევ ერთხელ არ მეწყენინებინა მოხუცისთვის, თან ხაზი გავუსვი ბაბუა არ ხართქო) - ფული დაგივარდათ - ავიღე და მივაწოდე ჩემივე დაგდებული... გაოგნებულმა დახედა. ცოტა შეყოყმანდა და გამომართვა... ლოყები ამეწვა... თითქოს მიმიხვდა... შემრცხვა!..

ვიცი მძღოლმა დამინახა და იმისიც შემრცხვა...

სასწრაფოდ შემოვტრიალდი და უკან დავდექი.

....

უკანა რიგებიდან ვიღაცამ ფეხზე მდგომს უთხრა ჩანთას დაგიჭერო...

ჩასვლისას მძღოლმა უკან დამიბრუნა ჩემი რკინის ლარიანი და ადამიანის ხმით მითხრა: ჩაბრძანდით ქალბატონო!.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42