„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თანამდებობების გადანაწილებაზე მსჯელობენ
პოლიტიკა - 17:22, 01 Nov, 2016     4343
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტარები მონაწილეობენ. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თემები რაზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მსჯელობენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით საკითხი საპარლამენტო და აღმასრულებელი თანამდებობების გადანაწილებას ეხება.

ჟურნალისტებთან ზოგადი კომენტარები მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა გააკეთა. გია ჟორჟოლიანი და დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის არჩევას უჭერენ მხარს.

„კონსულტაციები იქნება ფორმალურიც, არაფორმალურიც და საბოლოოდ რაღაცა სახეს მიიღებს. 19-ში იქნება ალბათ პარლამენტის პირველი სხდომა.“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა, ის ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნის საკითხსაც შეეხო და კობახიძე, თანამდებობისთვის კომპეტენტურ და კვალიფიციურ ადამიანად დაახასიათა.

ირაკლი კობახიძის კანდიდატურას ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს დიმიტრი ხუნდაძეც:

„კონსულტაციები მიმდინარეობს მე მასში მონაწილეობას არ ვიღებ, მაგრამ ჩემი მხარდაჭერა მას ერთმნიშვნელოვნად ექნება. რაც შეეხება მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, ეს არის პრემიერის პრეროგატივა და მე არანაირი სურვილი არ მაქვს ამ ნაწილში ჩავენაცვლო, მე გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ.“- განაცხადა ხუნდაძემ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ადასტურებს, რომ მან შესაძლოა ისევ იგივე პოსტზე გააგრძელოს მუშაობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42