რატომ არის სასარგებლო მოსწავლისთვის საზეპიროების სწავლა? - შაშკინი ჯეჯელავას არაკომპეტენტურობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 17:02, 01 Nov, 2016     14222
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებას, სკოლის მოსწავლეებისთვის ამა თუ იმ ნაწარმოების დაზეპირებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას განათლების ყოფილი მინისტრი აფასებს. დიმიტრი შაშკინი უწყების მოქმედ მინისტრს კომპეტენციას უწუნებს, არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ლექსების დაზეპირება ბავშვის გონების განვითარებისათვის და საჭირო უნარჩვევების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია:

„ვთვლი, რომ განათლების მინისტრმა ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოს, იმის გამო, რომ კონტენტს სწავლისას ადგენს არა მინისტრი, არამედ პროფესიონალები, განათლების სამინისტროში არსებობს დეპარტამენტი, რომელიც წერს კონტენტს და მოდულებს, მიდგომებს სწავლისადმი. არ ვთვლი, რომ მინისტრმა უნდა გააკეთოს ასეთი განცხადებები, რადგან მას ამის კვალიფიკაცია არ გააჩნია.

თუ მას არ შეუძია, რომ ამ ხალხს ჰკითხოს, შემიძლია ვთქვა, რომ ლექსების სწავლა და დაზეპირება ავითარებს ტვინს, ავითარებს სიტყვების მარაგს, რომელიც ადამიანს გააჩნია, საერთოდ საზეპიროების სწავლა არის კარგი ვარჯიში ტვინისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ განათლების პროცესი დაზეპირებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ბუნებრივია, რომ სასწავლო პროცესი უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ ბავშვი განვითარდეს, ეს არის ნებისმიერი განათლების სისტემის მთავარი მიზანი. ბავშვის განვითარება არის დამოკიდებული მათ შორის ლექსების დაზეპირებაზე და სწავლაზე. ჯეჯელავას ნათქვამთან შედარებით უფრო სიღრმისეული პრობლემაა ის, რაც მის ნათქვამს მოჰყვა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს არ არის განათლების სამინისტროში ბოლომდე კონსენსუსი იმაზე, თუ სად მიდის განათლების სისტემა. ის რაც ჩვენ დავუტოვეთ, 2012 წელს დაანგრიეს, მაგრამა ახალს ვერ ქმნიან და არც ესმით რა უნდა შექმნან. საინტერესო იყო სკოლის დირექტორების კომენტარები, მათ სურთ თავი მოაწონონ განათლების მინისტრს, მთავარი არგუმენტი, რასაც იყენებენ, არის ის, რომ ლექსები, რომელიც საზეპიროა, ცხოვრებაში არავის გამოადგება. 80% კონტენტის, რომელსაც ისწავლით ქიმიაში, ცხოვრებაში არ გამოგადგებათ, ფიზიკის 80% რომელსაც სწავლობთ არ გამოგადგებათ ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ განათლების სისტემა და ის 8 საგანი, რომელიც სავალდებულოა, ამით ბავშვი ავითარებს კონკრეტულ უნარებს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ის იყოს სრულფასოვანი, განვითარებული, განათლებული ადამიანი.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი რაღაც, ყველაფერი რაც ისწავლება, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყოველდღიურ რეჟიმში ბავშვმა უნდა გამოიყენოს, უნდა გვესმოდეს, რომ ასე ბავშვი ძალიან მნიშვნელოვან უნარებს ავითარებს“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42