როგორც რუსული მედია იუწყება, აღნიშნული პიროვნება იყო აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სპეციალური აგენტი, რომელიც საელჩოს მესამე მდივნის პოსტს საფარველად იყენებდა.
13-14 მაისის ღამეს, ,,ФСБ"-ს კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა რაიან კრისტოფერი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლის გადმობირების მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ჩხრეკვის დროს მას თან აღმოაჩნდა სპეციალური ტექნიკური საშუალებები, წერილობითი ინსტრუქცია რუსეთის მოქალაქის გადმობირებისთვის, დიდი ოდენობით ფული და გარეგნობის შეცვლისთვის აუცილებელი საშუალებები.
სპეციალური პროცედურების გავლის შემდეგ ის გადაეცა აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ წარმომადგენელს. აშშ-ს საელჩო ოფიციალურ პოზიციას არ აფიქსირებს, - ამის შესახებ Газета.რუ იუწყება.
რუსული სპეცსამსახურიების წყაროების ცნობით, ფოგ რაიანი არის აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური თანამშრომელი.
მასალის გამოყენების პირობები






