"როცა ბავშვებს სძინავთ, მაშინ ვვარჯიშობ..."- წარმატებულ სპორტსმენს იაპონიაში ასპარეზობისთვის დაფინანსება სჭირდება
სოც.მედია - 16:49, 01 Nov, 2016     3300
მაკა ქებურია 28 წლის ქობულეთელი სპორტსმენია, მისი ისტორია ფეისბუკგვერდზე ქალები საქართველოდან გამოქვეყნდა. მაკას ორი შვილი ჰყავს, პარალელურად კი წარმატებული სპორტული კარიერა აქვს. მაკა ქებურია კიო კუშინ კარატის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას გეგმავს, თუმცა ამაში სახელმწიფო ვერ ეხმარება. მაკას დიდი იმედი აქვს, რომ იაპონიაში ასპარეზობა მგზავრობის ხარჯების უქონლობის გამო არ გადაიდება და საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას აჩუქებს:

„2015 წლის 23 ნოემბერს ორი ტყუპი გოგო შემეძინა. 1 წლის თავზე, 2016 წლის 25 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატში, იაპონიაში ვაპირებ ვიასპარეზო. კარატე ბავშვობიდან მაინტერესებდა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა არ მომცეს საშუალება, სერიოზულად დავკავებულიყავი ამ სპორტით. რა გოგოს საქმეაო, მეუბნებოდნენ. სერიოზული ვარჯიში კიო კუშინ კარატეში, მოგვიანებით, 2006 წელს დავიწყე და ერთ წელიწადში ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ადგილი მოვიპოვე. ამის შემდეგ არაერთგზის გავხდი ეროვნული ჩემპიონი. მოგვიანებით ევროპის ჩემპიონატში ორჯერ ვიასპარეზე და ორგზის გავხდი ევროპის ჩემპიონი. ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას ვგეგმავ. ოჯახს და ბავშვების გაჩენას არ შევუშინებივარ. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს სპორტულ კარიერას მივატოვებდი. მიუხედავად იმისა, რომ კარიერისა და ოჯახის შეთავსება ურთულესია ქალისთვის, როცა ორი ჩვილი გყავს - ბავშვებს უნდა მოუარო, თავის დროზე გამოკვებო, სადილიც უნდა გაამზადო. ჩემი რეჟიმი შევიმუშავე და მას მივყვები: როცა ბავშვებს ძინავთ, მაშინ ვვარჯიშობ. დღეში 5 საათი მიწევს ვარჯიში. ამ სპორტში ბევრი ქალი იმიტომ არ არის, რომ კიო კუშინი დიდ ძალისხმევას მოითხოვს და რთულია ქალებისთვის ოჯახის საქმესთან შეთავსება. მე ვიცნობ ქალს, რომელიც მსოფლიო დონის სპორტსმენი იყო, ძალიან კარგი შედეგები ქონდა, მაგრამ ოჯახის სანაცვლოდ მოუწია სპორტისთვის თავის დანებება. მე მჯერა, რომ თუ მიზანი მექნება, ყველანაირ მიზეზს გვერდით გადავდებ და კიდევ ბერვჯერ მოვიპოვებ გამარჯვებას. მიხარია, რომ ამაში ქმარიც ხელს მიწყობს. გულდასაწყვეტი ისაა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ფინანსები სპორტსმენის საერთაშორისო ასპარეზზე გასამგზავრებლად, მით უფრო კიო კუშინის მიმდევარი ქალის დასაფინანსებლად. იმედი მაქვს, რომ იაპონიაში ჩემი ასპარეზი მგზავრობის ხარჯების უქონლობის გამო არ გადაიდება და საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას ვაჩუქებ“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42