კახა კახიშვილი საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა
პოლიტიკა - 16:38, 01 Nov, 2016     1289
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში ლაილა ომარ გადის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, კახა კახიშვილმა ლაილა ომარ გადის ბოლო წლებში საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებებზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. მისი თქმით, ხელისუფლების გააზრებული პოლიტიკის შედეგად, მიღებული იქნა კანონმდებლობა, რომელმაც საქართველო ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დააახლოვა და მაქსიმალურად შემცირდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტები.

მინისტრის განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ამოქმედდა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე არასრულწლოვნებისთვის - შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით. ასევე, გადამზადდნენ თანამშრომლები, რომლებსაც არასრულწლოვნებთან აქვთ შეხება; მოქმედებს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამები და შესაბამისადაა გამართული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ინფრასტრუქტურა; ასევე, დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის სისტემა.

გარდა ამისა, კახა კახიშვილის განცხადებით, დაგეგმილია არასრულწლოვანთა და ახალგაზრდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის ახალი დაწესებულების მშენებლობა, რომლის პროექტი უკვე მზადაა. დაწესებულება სხვადასხვა კორპუსებს გააერთიანებს და მასში განთავსდებიან 14-18 წლამდე და 18-21 წლამდე ასაკის პატიმრები, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. მინისტრმა სტუმრებს დაწესებულების პროექტიც წარუდგინა.

„ადამიანის უფლებებზე ზრუნვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. 2012 წლიდან, ამ მიმართულებით, არაერთი რეფორმა გატარდა. აღსანიშვანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც მთლიანად კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებზეა ორიენტირებული. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობა და დღევანდელი შეხვედრა საქართველოში UNICEF-ის ხელმძღვანელთან. ჩვენ ამ კუთხით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში გატარებული რეფორმები განვიხილეთ, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ლაილა ომარ გადიმ სასჯელაღსულების სისტემაში არასრულწლოვანთა კუთხით გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

„სასიამოვნო იყო მინისტრთან გამართული დღევანდელი შეხვედრა, სადაც მიმდინარე რეფორმებზე ვისაუბრეთ. რეფორმების მთავარი მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდებისთვის სასჯელის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით მოხდის უზრუნველყოფა იყო. ძალიან მნიშვნელოვანია პატიმრობის ალტერნატიული სასჯელის დანერგვა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძლებეთ ევროკავშირთან ერთად თანამშრომლობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოციალურ მუშაკთათვის ტრენინგების უზრუნველყოფის კუთხით“, - განაცხადა ლაილა ომარ გადიმ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტმა კახა კახიშვილმა UNICEF-ის წარმომადგენლებს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დათვალიერება და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინაპატიმრობის აღსრულების პროცესის ადგილზე გაცნობა შესთავაზა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42