„გვინდა გამოვეხმაუროთ გასულ კვირას იუსტიციის საბჭოს მიერ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა უვადო დანიშვნას; პრეზიდენტის აზრით, სასამრთლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტი ინდივიდუალური მოსამართლეა, რომელიც მიუხედავად გარე ფაქტორებისა, არ დაემორჩილება არანაირ ზეწოლას და მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც, სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული უნდობლობა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, განასაკუთრებით, მაშინ, როდესაც საქმე უვადოდ დანიშვნას ეხება, უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და საზოგადოებისთვის ღია და საჯარო უნდა იყოს; განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ როგორი პროცედურებითა და რა კრიტერიუმებით მოხდა და მოხდება ახალი მოსამართლეების შერჩევა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა, ან არდანიშვნა უნდა ხდებოდეს დასაბუთებულად და კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა“- განაცხადა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






