"უნდა ვყოფილიყავით მეორე სახელისუფლებო პარტია და არა ოპოზიცია"- ზაქარეიშვილი "რესპუბლკელების" დატოვების მიზეზებზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:07, 01 Nov, 2016     2929
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი "რესპუბლიკური პარტიიდან" წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდა.
ზაქარეიშვილის თქმით, მისი პოზიციაა, "რესპუბლიკური პარტია" ყოფილიყო მეორე სახელისუფლებო პარტია და არა ოპოზიციური ძალა, - როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, სწორედ ეს მოსაზრება გახდა გუნდში აზრთასხვადასხვაობის მიზეზი.
"ჩემი ხედვები, თუ როგორი სტრატეგიით უნდა ემოქმედა "რესპუბლიკურ პარტიას" კოალიციაში ყოფნისას არ ემთხვეოდა პარტიის ძირითად სტრატეგიას. ჩემი პოზიცია იყო, რომ რაკი ვიყავით ხელისუფლებაში, უნდა ვყოფილიყავით ბოლომდე ხელისუფლებაში და ყველა პრობლემა შიგნით უნდა ყოფილიყო განხილული. ბევრი მეთანხმებოდა, მაგრამ ზოგიერთი რომ არ მეთანხმებოდა, ეს იწვევდა გარკვეულ დისკომფორტს, ვიდრე არ აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი უმცირესობაში. ძალიან მკაფიოდ და ცხადად დავაყენე მე საკითხი საგარეჯოს შუალედური არჩევნების დროს. მაშინ უფრო გამოიკვეთა პოზიციების პოლარიზაცია.
დავსვი საკითხი - თანამშრომლობისკენ მივდივართ თუ კონფრონტაციისკენ მივდივართ, ვართ თუ არა მეორე სახელისუფლებო პარტია თუ ვართ უფრო ოპოზიცია. "რესპუბლიკური პარტიის" მარცხმა ჩემი პოზიციის სისწორე დაადასტურა. ამ დაპირისპირებით და ამ ვითომ ოპოზიციონერობით საზოგადოება საერთოდ დავაბნიეთ. საზოგადოება ვერ მიხვდა, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ოპოზიცია ვიყავით, თუ ხელისუფლება ვიყავით. კოალიციაში დარჩენა- არ დარჩენამდე არ უნდა მისულიყო საქმე. უნდა ვყოფილოყავით კოალიციის ორგანული სხეული",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

"ნიუპოსტთან" საუბრისას კი ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ის ამ საკითხზე დამაებით განმარტებებს არ გააკეთებს. ყოფილმა ჩინოსანმა არც მის სამომავლო გეგმებზე დასმულ კითხვას უპასუხა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42