საქართველო პორტუგალენოვანი ქვეყნების მეთაურთა კონფერენციაში მონაწილეობს
პოლიტიკა - 13:16, 01 Nov, 2016     1017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო პორტუგალენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) მინისტრებისა და სახელმწიფო მეთაურების მე-11 კონფერენციაში, რომელიც ქ. ბრაზილიაში გაიმართა.

სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მინისტრის მოადგილემ განიხილა პორტუგალენოვან ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. დავით ზალკალიანმა კონფერენციის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მიერ სახელმწიფო სერვისების, ციფრული ადმინისტრირებისა და ღია მართველობის სფეროებში განხორციელებული რეფორმები.

ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ბრაზილიის საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილესთან სიმას მაგალაისთან დაა პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ტერეზა რიბეიროსთან. შეხვედრებზე განხილული იქნა, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. მინისტრის პირველმა მოადგილემ უცხოელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების, ქვეყანაში გატარებული და დაგეგმილი სხვადასხვა ინსტიტუციური რეფორმების შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე მონაწილეობა მიიღო ბრაზილიის პრეზიდენტის მიშელ ტემერის სახელით გამართულ ვახშამში, სადაც გაიმართა შეხვედრა ახლად არჩეულ გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერესთან. დავით ზალკალიანმა მიულოცა პორტუგალიის ყოფილ პრემიერ მინისტრს გაეროს გენერალურ მდივნად არჩევა და იმედი გამოთქვა, რომ გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42