„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ საგარეო კურსისთვის სახიფათო ქმედებებს არც საარჩევნო პერიოდში ერიდებოდა. ხოშტარიას თქმით, ის და მისი პარტია, აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ მმართველ ძალას, საგარეო კურსისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობა არ მისცეს.
„საგარეო პოლიტიკაში ამ საარჩევნო პერიოდშიც ჩვენ არაერთი საგანგაშო ქმედება და განცხადება მოვისმინეთ „ქართული ოცნებისგან“, ეს იყო ევროსაბჭოში უკრაინის რეზოლუციის მხარის არდაჭერა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადება ოკუპაციის სტატუსის შესახებ და ასე შემდეგ. ზოგადად ჩვენ ერთ-ერთი საფრთხე, რომელსაც ვხედავთ მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობაში, ეს არის საგარეო კურსის მორყევა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, მათ შორის ჩვენ საზოგადოებასთან და პარტნიორებთან, რომ არ მივცეთ ჩვენი საგარეო კურსის ეროზიის საშუალება“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






