ხმალაძე პარტიიდან წასვლის მიზეზად აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. რაც დანამდვილებით იცის, არის ის, რომ არცერთ მოქმედ პარტიაში გაწევრიანებას არ გეგმავს.
„ვადასტურებ ინფორმაციას, დავტოვე პარტია, მიზეზი რიგ საკითხებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. ჩვეულებრივ გაყრის მიზეზი სხვადასხვა შეხედულებებია მნიშვნელოვან საკითხებზე. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ"- აღნიშნა ხმალაძემ.
ხმალაძის თქმით, ის ამ ეტაპზე პროფესიული საქმიანობით დაკავდება.
"დანარჩენს დრო გვიჩვენებს, რომელიმე მოქმედ პარტიაში გაწევრიანებას არ ვაპირებ, ყოველშემთხვევაში დღევანდელი განწყობა ასეთია"- თქვა ვახტანგ ხმალაძემ.
"ნიუპოსტი" ასევე დაინტერესდა ხმალაძის პოზიციით, აპირებს თუ არა "რესპუბლიუკური პარტიიდან" წასული, ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარე პარტიის ჩამოყალიბებას და მოიაზრებს თუ არა საკუთარ თავს ამ პარტიაში თავად ხმალაძე, რაზეც ხმალაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.
"ჯერ ამაზე ვერაფერს გეტყვით, უსუფაშვილს არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით თუ რას აპირებს. მან აღნიშნა, რომ გარკვეული დროის მერე სათანადო გადნცხადებას გააკეთებს. ყველაფერს დაფიქრება უნდა"- დასძინა ვახტანგ ხმალაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ წინა კვირას დატოვა. ამ უკანასკნელმა მიზეზად გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ფრიდონ საყვარელიძემაც. მედიაში აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე რომ უსუფაშვილთან ერთად "რესპუბლიკურ პარტიას" სავარაუდოდ რამდენიმე ლიდერი უახლოეს დღეებში კიდე დატოვებს, მათ შორის განიხილება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც.
მასალის გამოყენების პირობები






