"კალაშნიკოვსა და რუსეთზე ფიქრს თავი დავანებოთ, ჩვენს პრობლემებზე და ოკუპაციაზე ვიფიქროთ" - ქუცნაშვილი
პოლიტიკა - 12:37, 01 Nov, 2016     2463
რუსეთის სათათბიროში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო, ორმხრივი თანამშრომლობის აღსადგენად საკომიტეტო განხილვები იწყება, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოკუპაციის პირობებში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გამორიცხულია.

„დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გამორიცხულია იმ ბარიერის დაძლევამდე, რაც შეიქმნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად. მეოთხე საუკუნეში მირიან მეფემ ზოროასტრებს ევროპული რელიგია ამჯობინა, მაშინ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა არჩევანი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ და ვერც კალაშნიკოვი და ვერც სხვა, საქართველოს ისტორიულ არჩევანს ვერ შეცვლის" - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილის თქმით, ხელისუფლება მირიან მეფედან მოყოლებული ევროპულ არჩევანს მყარად მიყვება.

"კალაშნიკოვი ჩემს ცნობიერებაში სხვა რამესთან ასოცირდება. დავანებოთ თავი კალაშნიკოვსა და რუსეთზე ფიქრს. ჩვენს პრობლემებზე, ოკუპაციაზე, უმუშევრობაზე ვიფიქროთ. მიხედონ თავის თავს, მეზობლებს წარმატება სჭირდებათ და ამას ვუსურვებ. ვუსურვებ, ყოფილიყვნენ დემოკრატიული ქვეყანა, დაეძლიოთ ოკუპირების ბარიერი, აღედგინათ ნდობა ჩვენთან მიმართებაში"- დასძინა ქუცნაშვილმა.

რუსეთის სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეხმიანება. ლეონიდ კალაშნიკოვი მზად არის საქართველოსთან საპარლამენტო თანამშრომლობის აღდგენის პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ მან რუსულ მედიას, საქართველოში ჩატარებული არჩევნების კომენტირებისას განუცხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42