„დსთ-ს კომიტეტი მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა ხელი შეუწყოს საქართველოსთან თანამშრომლობის აღდგენას - საპარლამენტო სფეროში და ზოგადად. აუცილებლად გაიმართება მოსმენები კომიტეტის ფარგლებში, ანალიზს გავუკეთებთ არჩევნების შედეგებს და ქართულ მხარეს წინადადებით მივმართავთ. ვნახოთ ექნებათ თუ არა მათ ამაზე რეაგირება“- განაცხადა კალაშნიკოვმა,
არჩევნების შედეგების კომენტირებისას რუსმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით, რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკა ჩაიშალა.
„ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის იმედები, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდნენ გაცამტვერდა“- აღნიშნა კალაშნიკოვმა.
„მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ავტომატურად აღდგება, არ ვიცი, „ქართული ოცნება“ განავითარებს თუ არა რუსეთთან ურთიერთობას ძველ მეგობრულ და კეთილმეზობლურ დონემდე . ჯერჯერობით დაბრკოლებები რჩება, მაგრამ კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს.“- აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთანავე კალაშნიკოვი თვლის, რომ „დროა ურთიერთობის აღდგენის გზაზე ორმხრივი მოძრაობები დაიწყოს“, „ამ თვალსაზრისით არჩევნების შედეგები „ქართულ ოცნებას“ კარტ-ბლანში აქვს, რომ ამ სფეროს მოგვარება დაიწყოს“- განაცხადა კალაშნიკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






