ამერიკელი ექპერტები ვაშინგტონს თბილისთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ
პოლიტიკა - 11:28, 01 Nov, 2016     1322

31 ოქტომბერს, ჰუდსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი რიჩარდ ვაიტსი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოხსენებით წარსდგა, რომელშიც მან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. რიჩარდ ვაიტსის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, გააღრმავოს თანამშრომლობა ორმხრივ ფორმატში და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კუთხით.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანია პარტნიორობა, რომელიც უხსნის გზას ორივე ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური და დიპლომატიური ინტერესების განხორციელებას. პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის შედარებით ახალგაზრდაა, თუმცა ორივე ქვეყნისთვის, საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად და თანამშრომლობას სხვადასხვა კუთხით გასაძლიერებლად, შესაძლებლობებს ქმნის. საჭიროა ამერიკის როლის გაძლიერება, განსაკუთრებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში და კონგრესის ჩართულობა ამ მიზნის მისაღწევად“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ვაიტსმა წარადგინა.

ვაიტსის თანახმად, ამერიკამ და საქართველომ უნდა გააგრძელონ მუშაობა თავდაცვის და უსაფრთხოების მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გასაღმავებლად, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით. მკლევარის თქმთ, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ამერიკისთვის ხელსაყრელია და შემდეგმა ადმინისტრაციამ ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა განაგრძოს. ვაიტსმა აღნიშნა, რომ NATO-ს წევრობისკენ სწრაფვასთან ერთად, შტატები უნდა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვითი შეარაღების გაძლიერებაში და ასევე უნდა განიხილოს NATO-ს სარდლობით შავი ზღვის თავდაცვითი ერთეულის შექმნა.

„ამერიკამ უნდა გააგრძელოს სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში საქართველოსთან მუშაობა, ასევე ინსტიტუტების განვითარება და ამასთანავე, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ასევე, ჩვენ უნდა ვეცადოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში საქართველოსთვის დახმარების გაწევას, ვინაიდან ეს რეგიონები შეიცავს საფრთხეს, რომელიც შესაძლოა გახდეს პრობლემური, ნებისმიერ დროს“, - განაცხადა ვაიტსმა.

ვაიტსი რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოებასა და პროპაგანდის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ დასავლეთს უნდა ჰქონდეს სტრატეგია, თუ როგორ გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს.

„ვაშინგტონი და დასავლეთი უნდა ეცადოს და აქტიურად იმუშავოს იმაზე, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან და NATO-სთან მიმართებაში არ გადაიზარდოს იმედგაცრუებაში, რაც შეიძლება შემდეგ ჩანაცვლდეს ჩრდილოეთის მხრიდან არგუმენტებით, რომ დასავლეთს თქვენ არ ჭირდებით, და ჩვენ უფრო ახლოს ვართ თქვენთან ღირებულებებით და კონსერვატიული ფასეულობებით“, - აღნიშნა ვაიტსმა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების ანალიზის ინსტიტუტიდან უფროსმა მკლევარმა არიელ კოენმა. მისი თქმით საქართველო ამერიკისთვის მთავარი მოკავშირეა კავკასიის რეგიონში და საჭიროა ამ კავშირის განმტკიცება.

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის დასავლეთის მოკავშირე მის საზღვარზე, კავკასიაში, და არის მზად დასავლეთთან, ამერიკასთან და NATO-სთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ საქართველოს უსაფრთხოების დაცვას და ვითანამშრომლოთ ეკონომიკური, სამოქალაქო და კულტურული კუთხითაც“, - აღნიშნა კოენმა.

მისივე თქმით, 2008 წლის ომის დროს სანქციების სწაფმა გაუქმებამ რუსეთის წინააღდეგ, უკრაინის კონფლიქტს წინაპირობა შეუქმნა.

„2008 წლის ომის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას მეტი რამ შეეძლო გაეკეთებინა და შეენარჩუნებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რამაც ნაწილობრივ განაპირობა შემდგომში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია“, - აღნიშნა მან.

კომენტარი გააკეთა ასევე კორი ველტმა, რომელიც ევროპის, რუსეთის და ევრაზიის საკთხების დეპარტამენტის ასოცირებული დირექტორია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. ველტი ასევე კონგრესის კლევითი სამსახურის მიმომხილველია. მისი თქმით, საქართველოს და ამერიკას საერთო ღირებულებები აქვთ, რაც გამოიხატება დემოკრატიის მხარდაჭერაში და საერთო მისწრაფებებში ამ კუთხით.

“ამერიკა საქართველოს მიმართ დახმარებამ 1993 წლიდან 2010 წლამდე 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფინანსური დახმარება საქართველოს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. სტრატეგიული თანამშრომლობა ადმინისტრაციების ცვლილების მიუხედავად, ვაშინგტონსა და საქართველოში, გრძელდება. რაც შეეხება ამერიკის შიდა დინამიკას, კონგრესში, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც მხარს უჭერენ საქართველოსთან მჭიდრო კავშირებს და ურთიერთობას”,- აღნიშნა ველტმა.

წყარო: www.amerikiskhma.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42