მანანა კობახიძის თქმით, მმართველი ძალა ძალაუფლების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას არ აპირებს.
„ეს არ იქნება ერთი პარტიის გადაწყვეტილება და არ მიიღება ცვლილებები ისე, როგორც თავის დროზე ეს მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ და მოირგო საკუთარ თავზე ძირითადი კანონი. ჩვენ აი ამის გასწორებას შევეცდებით. არ ვეხებით არც პრეზიდენტის ინსტიტუტს, არც სხვა საკითხებს, ვიდრე ამაზე არ იქნება კონსენსუსი,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი კონსტიტუციას საკუთარ ინტერესებს მოარგებს.
„საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიცავს ძალიან სერიოზულ საფრთხეებს, იმიტომ, რომ ჩვენ ფაქტობრივად პარტიას, რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების ნახევრის მხარდაჭერაც კი, ვაძლევთ გასაღებს, რომ ფუნდამენტურად შეცვალოს ქვეყნის განვითარება საგარეო თუ შიდა პოლიტიკური მიმართულებით. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, როგორც მართავდნენ ისინი ქვეყანას, არაფორმალური მმართველობის გზით, ჩვენ ცხადია გვაქვს კონკრეტული შიში, რომ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება გამოყენებული ქვეყნის საზიანოდ,“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია.
მასალის გამოყენების პირობები






