ინდონეზიის დელეგაცია საქართველოს გამოცდილებას ეცნობა
პოლიტიკა - 10:47, 01 Nov, 2016     1277
საქართველოში ეკონომიკურ სფეროში გატარებული რეფორმების და საჯარო სერვისების სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობის მიზნით, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ინდონეზიის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.

ინდონეზიური დელეგაციის შემადგენლობაში არიან ქვეყნის რეგიონული და საქალაქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის ინდონეზიის რამდენიმე რეგიონის მერი და რეგენტი, საინვესტიციო კლიმატისა და განვითარების, ინვესტიციების კოორდინაციის საბჭოსა და სხვა ოფიციალური სააგენტოების ოცდაათამდე წარმომადგენელი.

დელეგაციის ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ეკონომიკურ სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების და საჯარო სერვისების სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობა და მათი გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობითი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ინდონეზიის რესპუბლიკის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის მოადგილესთან, დია ნატალისასთან.

შეხვედრაზე ქართული მხარე მიესალმა ინდონეზიური დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების საქმეში. თავის მხრივ დია ნატალისამ ხაზი გაუსვა ინდონეზიის მთავრობის მაღალ ინტერესს შეისწავლონ საქართველოს წარმატებული გამოცდილება საჯარო სერვისების სფეროს რეფორმირების და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების სფეროში, რამაც საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების დაწინაურებას შეუწყო ხელი.

შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურებას. აღინიშნა, ორმხრივი მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში ეროვნული საინვესტიციოს სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი პერტაიას ხელმძღვანელობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს. ინდონეზიის დელეგაცია ასევე ესტუმრა თბილისის იუსტიციის სახლს და გაეცნო საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში დანერგილ ინოვაციებს.

აღნიშნული ვიზიტის ორგანიზება მოხდა ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42