ვაშინგტონი ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას ულოცავს
პოლიტიკა - 10:30, 01 Nov, 2016     875
ვაშინგტონი ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წრმატებით დასრულებას ულოცავს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ნედ პრაისმა გაავრცელა

„შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას. ეს არჩევნები ცხადყოფს, რომ საქართველო, რეგიონში დემოკრატიული რეფორმების კუთხით ლიდერია. აღვნიშნავთ, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა 8 ოქტომბრისა და 30 ოქტომბრის არჩევნები, როგორც კონკურენტული და ადმინისტრირებული კანდიდატთა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვით. სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის ლიდერებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მათ მხარდამჭერთა მიმართ მოწოდებით, გამოეჩინათ თავშეკავება არჩევნებისას იმისთვის, რომ ამომრჩევლებს თავისუფლად შეძლებოდათ საკუთარი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ჩვენ გვაღელვებს ძალადობისა და დაშინების ცალკეული ინციდენტები და მოვუწოდებთ პასუხისმგებლობისაკენ, აგრეთვე, სამართლებრივი ნორმების დაცვით საფუძვლიანი და დაბალანსებული გამოძიებისაკენ. მოვუწოდებთ ყველა პარტიის პოლიტიკურ ლიდერებს იმუშაონ ერთად, რათა მიაღწიონ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მნიშვნელოვან მიზნებს, მათ შორის, დემოკრატიულ კონსოლიდაციას, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ველით ახალ მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42