თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა
პოლიტიკა - 10:06, 01 Nov, 2016     1370
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაცია საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა.

საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულება მიულოცა და პროცესის გამჭვირვალეობასა და დემოკრატიულობას გაუსვა ხაზი.

საკრებულოს თავმჯდომარემ მოხსენება საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ სხდომებზე და ბიუროებზე მუშაობის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმოხილვით განაგრძო, საკრებულოში 2016 წელს ჩატარებული მუშაობის ანგარიშში მოხვდა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის დედაქალაქის გარემოსდაცვითი სტრატეგია, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისა და 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამები.

"საგანგებო ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომლებიც ქალაქის განვითარებას უკავშირდება. არა მხოლოდ ურბანული, არამედ ჯანმრთელობის, სპორტული ღონისძიებების, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება," - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშს საკრებულოს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარესთან და განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42