კომპრომისი ყოფილ პარტნიორებთან - სამნიძე უსუფაშვილის წასვლის მიზეზებზე საუბრობს
პოლიტიკა - 19:17, 31 Oct, 2016     3052

„რესპუბლიკური პარტიის“ რიგებიდან დავით უსუფაშვილის წასვლის მიზეზებზე პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხათუნა სამნიძე საუბრობს. მისი თქმით პარტიაში იყო აზრთა სხვადასხვაობა კოალიციასთან ურთიერთობის თაობაზე, უსუფაშვილის მხრიდან პარტიის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად კი სამნიძე სწორედ აღნიშნულ გარემოებას ასახელებს:

„პარტიაში რომ კამათი და აზრთა სხვადასხვაობაა, ეს ჩვეულებრივი პროცესია. ვარ ამ პარტიის წევრი და იმედი მაქვს, რომ ეს მსჯელობა გაგრძელდება, კამათის და აზრთა სხვადასხვაობის გამო ადამიანები პარტიიდან არ უნდა წავიდნენ, ფუნდამენტური საკითხებია მთავარი, რაზეც უნდა შეთანხმდნენ პარტიის წევრები, მეც ვყოფილვარ პარტიაში ისეთ პოზიციაში, როდესაც ჩემი აზრი ყოფილა უმცირესობაში, მაგრამ ამას არ გამოუწვევია უთანხმოება და ჩემი იმ აზრამდე მისვლა, რომ წავსულიყავი პარტიიდან.

ეს მსჯელობები არ დაწყბეულა გუშინ, არც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე შედეგი მივიღეთ და ესეც არის ერთ-ერთი თემა დღევანდელი მსჯელობისა, ეს დაიწყო თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. როდესაც ჩვენ შეუტავსებლობა გვქონდა კოალიციურ პარტნიორებტან. ჩვენი აზრთასხვადასხვაობა ეხებოდა პარტიის სამომავლო ზგას, კოალიციურ პარტნიორებთან, როგორი ტიპის თანამშრომლობა გვინდოდა და საითკენ უნდა წასულიყო პარტია. თვითმმართველობის შემდეგ იყო პირველი ეტრაპი, როდესაც სურდათ თუ არა ტანამშრომლობის გაგრძელება პარტიასთან, რომელიც კარგად ცანდა რა გზას ადგებოდა, დღეს ვხედავთ ამ შედეგებს, საკონსტიტუციო უმრავლესობა ეს არ არის მოულოდნელობა, თვითმმართველობის არჩევნების დროს ჩანდა როგორი ტიპის არჩევნებისთვის ემზადებოდა ქართული ოცნება და როგორი ტიპის მმართველობა სურდა მას. მათთვის მიუღებელი იყო განსხვავებული აზრი კოალიციის შიგნით. ერთიანობა მათთვის ნიშნავდა ერთ აზრზე ყოფნას კამათის გარეშე. ყველა განცხადება, რომელიც გაგვიკეთებია კოალიციაში ყოფნის დროს, რა განსხვავებული აზრიც დაგვიფიქსირებია, იწვევდა კამათს, იმ თვალსაზრისით, რომ მათ ასეთი ტიპის კოალიცია არ წარმოუდგენიათ.

პარტიაში იყო მსჯელობა, როგორი უნდა ყოფილიყო თანამშრომლობა. დავით უსუფაშვილს თავადაც გაუცხადებია, რომ ის იყო ერთ-ერთი მეხანძრე კოალიციურ ურთიერთობებში, ის იყო ერთ-ერთი ლიდერი კოალიციაში, რომელსაც უწევდა ძალიან ბევრი საკითხის დარეგულირება კოალიციის პარტნიორებს შორის. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩვენ შევძელით, რომ ერთმანეთისკენ გადაგვედგა ნაბიჯები, არც პიროვნულ დაპირისპირებაზე არ შეიძლება ვილაპარაკოთ, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ამ პერიოდში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არჩევნებზე გავედით ერთიანად. მიუხედავად ამისა, არცევნების შემდეგ ისევ განახლდა მსჯელობა, რამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42