''ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან ერთადერთი ოპოზიციური ძალაა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეებს წინ უნდა აღუდგეს, რაც ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობიდან იქნება გამოწვეული, რომელსაც სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ არასამართლიანი არჩევნების შედეგად მიაღწია.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შემდეგ ამოცანებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ეს მტკიცე, მშვიდობიანი, მაგრამ უკომპრომისო ბრძოლა იქნება პარლამენტში, ასევე მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით ბრძოლა პარლამენტს გარეთ. საზოგადოებრივი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს.
ჩვენი ამოცანაა იმ ადამიანების რიცხვი გავზარდოთ, რომლებიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ნდობას გამოუცხადებენ, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და დაუახლოვდა დემოკრატიული და ევროპული სტანდარტების პარტიას და ასე გავაგრძელებთ.
წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ბრძოლას ვაპირებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა, დემოკრატიული პროცესის ეროზია, ეკონომიკური კრიზისი, საგარეო პოლიტიკის შეცდომები და პრობლემები თავიდან ავირიდოთ საზოგადოებასთან ერთად'' - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






