„ეს იქნება ძალიან მძიმე პარლამენტი და ადამიანურად ძალიან მძიმე იქნება იმ დარბაზში და იმ კედლებში მუშაობა, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდე,ს რომ ჩვენ გვაქვს გამორჩეული პოლიტიკური ვალდებულება, ნაციონალური მოძრაობა დარჩა ერთადერთ რეალურ ოპოზიციურ ძალად. ჩვენი მოვალეობა არის გაათმაგებული იმასთან შედარებით, რაც გვქონდა და გვეკისრება ბევრად უფრო დიდი პოლიტიკური ტვირთი და ჩვენი ამოცანაა ეს ტვირთი ღირსეულად ვატაროთ.“- განაცხადა ბაქრაძემ. მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს ბერკეტი კენჭისრის გზით მოახდინოს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა, თუმცა როგორც ბაქრაძემ განაცხადა, საპარლამენტო ბრძოლა მხოლოდ კენჭისყრა არაა.
"საპარლამენტო ბრძოლა არ გულისხმობს მხოლოდ კენჭისყრას, მხოლოდ ხელის აწევას, ამ შემთხვევაში ხელის აწევა იქნება ქართული ოცნების ფუნქცია" განაცხადა ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






