„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საქართველოში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა. დავით ბაქრაძის თქმით, ენმ-მ ბოლომდე იბრძოლა უთანასწორო ბრძოლაში, რათა ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა არ ჩამოყალიბებულიყო, სწორედ ამიტომ ენმ, მორალურად მართალია საკუთარი ამომრჩევლების წინაშე. როგორც ენმ-ს ლიდერმა აღნიშნა, ენმ-ს აქვს მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ბრძოლა გააგრძელოს:
„ზეწოლის, მუქარის, დაშინების, ადმინისტრაციული და ქუჩის რესურსების გამოყენების შედეგად ქვეყანაში შეიქმნა ვითარება, რომ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ამ ყველაფრის მიუხედავად მიიღო მხოლო 48% მხარდაჭერა, მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა და ქვეყანაში შეიქმნა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც დღეს შეიქმნა და რომლის შედეგებსაც საზოგადოება იგრძნობს მომავალში. სწორედ ამ რეალობასთან ბრძოლის გამო მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვეტილება, რომ გასულიყო მეორე ტურში. ჩვენ არ გვქონია ილუზია, თუ რა პირობებში ჩატარდებოდა მეორე ტური. ველოდებოდით ზეწოლასაც, გაყალბებასაც, მაგრამ ჩვენ შევედით ბრძოლაში იმისთვის, რომ არ ვაპირებდით უბრძოლველად დათმობას და ადგილების ჩუქებას ქართული ოცნებისთვის. მაშინ როდესაც საზოგადოება იგრძნობს ამ მოვლენების სამწუხარო შედეგებს, ჩვენ ვიქნებით მორალურად მართალნი, იმიტომ რომ არ გავექეცით ბრძოლას, ბოლომდე ვიყავით უთანასწორო ბრძოლის პირობებში და ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ ყოფილიყო მრავალპარტიული სისტემა და არ ყოფილიყო ერთ ადამიანზე და პარტიაზე მორგებული პოლიტიკური სისტემა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ის ფაქტი, რომ ჩვენ მორალურად მართლები ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, იმ 500 ათაზე მეტ ხმასთან ერთად, რომელიც ჩვენ ავიღეთ ამ არჩევნებში, გვიქმნის ძალიან მყარ საფუძველს მომავალი პოლიტიკური აქტივობისთვის და ბრძოლისთვის. მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენ ამომრჩეველს, რომლებიც მიუხედავად ზეწოლისა, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცეს. ეს გვავალდებულებს ბრძოლის გაგრძელებას, ეს იქნება ბრძოლა უკეთესი, მრავალპარტიული, დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც ყველაფერი არ იმართება ერთი ადამიანის მიერ. დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, გვჭირდება კარგად გააზრება იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი ნაბიჯები, გვჭირდება ერთიანობა და აქედან გამომდინარე უახლოეს პერიოდში თქვენ იხილავთ კონკრეტულ გადადმმულ ნაბიჯებსაც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. მინდა შევახსენო ჩვენ მხარდაჭერებს „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“. ამ არჩევნების შედეგმა ჩვენ ნამდვილად არ მოგვკლა, ამიტომ დროა გაძლიერების, ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლის და მომავალი წარმატებების.“- განაცხადა დავით ბაქრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






