საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა:
„მინდა ყველას მოგილოცოთ საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება. დღეს ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ. ეს არის ქართველი ხალხის ქართული სახლემწიფოს გამარჯვება. ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, განვითარებისა და კეთილდღეობისკენ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკერატიული.
დიდი მადლობა იმ მაღალი ნდობისთვის, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოუცხადეთ, ეს პირადად ჩემთვის და ქართული ოცნებისთვის, ჩვენი გუნდის ყველა წევრისთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მე მჯერა, რომ ჩვენ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ მოვალეობებს და ქვეყანას სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ. ქართული ოცნების მხარდაჭერით თქვენ ხმა მიეცით თავისუფლებას, სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ არჩევნების შედეგები აუცილებლად აისახება ყოველი თქვენგანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.
მადლობას გიხდით ყველას ასეთი ერთსულოვნებისთვის. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა მაღალი სამქოალაქო კულტურა. პირნათლად მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს. იმის მიუხედავად, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა, მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელითს აქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არცევნების ჩატარება და ეს არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნების მონიტორინგში ცართულობისათვის. მადლობა მედიას, ჟურნალსიტებს, რომლებცი აშუქებდნენ პროცესებს.
ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ იმსიათვის, რომ აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, კონსტიტუცია ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მიანდოს. „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე, რაც მეტია ხალხის ნდობა, მით უფრო მომთხოვნია საზოგადოება ხელისუფლების მიმართ. ჩვენ გავქვს დიდი და ამბიციური გეგემები, როემლიც განათლების სისტემის არსებით გაუმჯობესებაზე, ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. დღეიდან იწყება აღმშენებლობის სრულიად ახალი ეტაპი საქართველოში და ჩვენ მზად ვართ ქვეყნის წინსვლისთვის გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დემოკრატიის ტესტის ჩაბარებას და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






